რას გაიგებს ამერიკა,
რას გაიგებს ევროპა,
ჩემი ერთი ღამის ბოღმა
მის თაობებს ეყოფა.
დაჩეხილი, დამეხილი,
მათ რომ ტკბილად ეძინათ,
ცხრა შვილს ვყიდდი, რომ მეათე
სიკვდილს გადამერჩინა.
მზე ჩაქრა და
უფსკრულის ცა მოგვეჩვენა ნათელად,
რწმენისათვის ვეწამეთ და
ერთმორწმუნემ გაგვთელა,
ზოგჯერ ბორკილს ვივიწყებდი,
ზოგჯერ მაინც ვმღეროდი,
ჯავახეთში ღვთისმშობელს და
წმინდა ნინოს ველოდი,
დავიღალე, დროშებს ჰფენდა
სიძულვილი აშლილი,
მიიკუნჭასიყვარული გალახული ბავშვივით.
ვერ იქნა და გათვალულმა
ყელი ვერ მოიღერა,
წყევლა_კრულვამ გადაფარა
ცხრა აპრილის სიმღერა.
რადგან ყველამ მოგვაფრქვია შხამი გადამალული,
რადგან ყველას შევარჩინეთ
ჩირქი,
სისხლი,
მამული,
დარდში იშვა,
ცრემლში იშვა,
და რომ არ გაგვეგუდოს
მომავალი დავინდოთ და...
ერთმანეთსაც შევუნდოთ.
გალახულო,
გალანძღულო,
გაძარცულო ერო,
დაბოღმილო,
დამცრობილო,
უფრო საყვარელო!
რას გაიგებს ევროპა,
ჩემი ერთი ღამის ბოღმა
მის თაობებს ეყოფა.
დაჩეხილი, დამეხილი,
მათ რომ ტკბილად ეძინათ,
ცხრა შვილს ვყიდდი, რომ მეათე
სიკვდილს გადამერჩინა.
მზე ჩაქრა და
უფსკრულის ცა მოგვეჩვენა ნათელად,
რწმენისათვის ვეწამეთ და
ერთმორწმუნემ გაგვთელა,
ზოგჯერ ბორკილს ვივიწყებდი,
ზოგჯერ მაინც ვმღეროდი,
ჯავახეთში ღვთისმშობელს და
წმინდა ნინოს ველოდი,
დავიღალე, დროშებს ჰფენდა
სიძულვილი აშლილი,
მიიკუნჭასიყვარული გალახული ბავშვივით.
ვერ იქნა და გათვალულმა
ყელი ვერ მოიღერა,
წყევლა_კრულვამ გადაფარა
ცხრა აპრილის სიმღერა.
რადგან ყველამ მოგვაფრქვია შხამი გადამალული,
რადგან ყველას შევარჩინეთ
ჩირქი,
სისხლი,
მამული,
დარდში იშვა,
ცრემლში იშვა,
და რომ არ გაგვეგუდოს
მომავალი დავინდოთ და...
ერთმანეთსაც შევუნდოთ.
გალახულო,
გალანძღულო,
გაძარცულო ერო,
დაბოღმილო,
დამცრობილო,
უფრო საყვარელო!