უკვე ჩადგა ქარი, უკვე აღარ ცივა,
ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა.
მე ისევ ვუბრუნდები სიყვარულზე ფიქრს,
როგორც მწერალი სიჭაბუკეში დაწყებულ და
მიტოვებულ რომანს.
ჩემს თმებში თავი შეუყრია უამრავ ფიფქს.
მათგან ყველა როდი გადნება
თბილ ოთახში შესვლისას.
ფიფქი აღვიძებს ჩაძინებულ ტრფიალის ნდომას
მე შენზე ვფიქრობ და არ ვიცი, ვინ ხარ,
რა გქვია.
ლია, მანანა, ანა თუ ელისო,
ციდან კი უამრავი თეთრი ვარსკვლავი ცვივა.
მათგან ვინ იცის, თუ სად ელის თავსაყუდელი:
პოეტის თმებში თუ გამჭვარტლულ საკვამლე მილზე,
ბეღურას ფრთებზე თუ წარმოდგენის მერე
გადაგდებულ თეატრის ბილეთზე...
ვარსკვლავები მაინც ცვივიან...
შენ შესაძლოა თბილ ოთახში ზიხარ და ფიქრობ
და მუხლებზე გიდევს ჟურნალი,_ სადაც ჩემი
ექვსიოდე ლექსია დაბეჭდილი:
„ ჩვენ ერთი ფერის თვალები გვქონდა“.
და იქნებ მომაწერო ოცნებისათვის ტრადიციული
ცისფერი თვალები,
რაიც არასოდეს არ მქონია
და, ალბათ, ამ დროს შენი სახლის საკვამლე მილზე
რომელიღაც ფიფქს ეწყება სასიკვდილო აგონია.
შენ, შესაძლოა, მეგობარ გოგონებთან ერთად
ფანჯარაზე ხარ გადმომდგარი
და გასცქერი ქუჩას ,რომელიც შენი ყელისფრად
არის დაფერილი,
ან კიდევ ვიღაც ადუღებს ყავას,
რისი დალევის შემდგომ , აუცილებლად იფიქრებ
საბედოზე...
ციდან კი უამრავი ვარსკვლავი ცვივა...
მათგან, ვინ იცის, თუ სად ელის თავსაყუდელი...
ვარსკვლავები მაინც ცვივიან...
და ახლა თუ ბინაში ისე იგრძენი თავი,
როგორც ფიფქი გრძნობს სასახლეში,
სადაც ვერაფრით ვერ ეტევა...
და თუ ფიფქივით აფარფატდი სადმე, ჩემს ახლოს,
იცოდე, მეყვარები თავდავიწყებით...
უკვე ჩადგა ქარი ... უკვე აღარ ცივა...