Litclub.ge

უფლისციხე
უფლისციხე, უფლისციხე,
უფლისციხის უფალი ვარ,
აქ წარსული მაშვერს ცივ ხელს,
წუთისოფლის სტუმარი ვარ.

ცა სიმაღლით გადაღლილი,
ცა შორო და ცა მართალი,
ნეტავ საით გადახრილა
სასწორი და სამართალი.

აქ იმდენი ფრესკებია
და ფერების რია-რია,
რაც გონჯია _ ქვესკნელს მიაქვს,
კარგი _ სულის ზიარია.

სული ვერვინ ამიმღვრია,
ბუდე ვერვინ ამინგრია,
ჩემი ხელით საკუთარი
უფლისციხე ამიგია.

უკვდავებად წუთიც მყოფნის,
ცხელი გული უფრთხის ცივ ხელს,
სტუმარი ვარ წუთისოფლის
მიხმობს ჩემი უფლისციხე.