ვარუდილა ვარადა,
დავალ კარიკარადა,
სოფლის თავში ლექსი ვპოვე,
სოფლის ბოლოს _ ბალადა.
სანთელი და საკმეველი,
კვარიც დამაქვს კვარადა,
ბოროტებას არ დავზოგავ,
წყალს და მეწყერს გავატან,
სიკეთე ხომ ჩვენი არის,
ვინ წაგვართმევს ძალადა,
ჩვენი არის, და ამიტომ _
ვარუდილა ვარადა!
შარაგზაზე კაცი მოდის
გულის გასახარადა,
ვაჟკაცურად გესალმება,
ღიმილს ვეღარ ფარავ და
მიაძახებ: _ კაი კაცო,
მამულს ჰყავხარ ფარადა,
იცოცხლე და გაგიმარჯოს,
ვარუდილა ვარადა!
შრომა ისხამს მარგალიტებს
ყველგან, მთად და ბარადა,
ვინც ქვეყანას განადიდებს,
ის დიდია თავადაც.
ვის სამშობლო საქმით უყვარს,
უკვდავია მარადა,
კვამლი ცაში ააქვს ბუხარს,
ვარუდილა ვარადა!
ქალს სპეტაკი გული შვენის,
თვალადაც და ტანადაც,
სულით მახინჯს ვერ უშველის
ენამჭრელი თამადა.
სამკაული ვერ უშველის _
ოქრო-ვერცხლი მრავლადა,
ქალს კალთაში ბავშვი შვენის,
ვარუდილა ვარადა.
ვაჟკაცს შვენის მოთმინება,
სიტყვა _ მამის კვალადა,
სხვის ბაღჩაში ხილის კრეფას
არ იკადრებს ძალადა
ოქროს მხვეჭელს ოხრად რჩება
მანქანაც და კარდაც,
ოხრად რჩება და ამოტომ _
ვარუდილა ვარადა!
მე სიკვდილი რას დამაკლებს,
თუნდ მომადგეს კარადა,
თუკი ჩემი მეგობრები
დგანან მხარიმხარადა,
თუ შვილები მეხრდებიან
ქვეყნის ხმალად და ფარადა,
მე სიმღერას რა დამილევს,
ვარუდილა ვარადა!
ჰე, მამულო!
შენი გვმართებს
ჩვენ სიცოცხლე ვალადა,
შენ გვეძახი, შენ აგვანთებ,
რკინად გვაქცევ, რვალადა.
შენი დილის ცა-ლაჟვარდმა
სულში შემომანათა,
ზეცა მღერის,
მიწა მღერის _
ვარუდილა ვარადა!
დავალ კარიკარადა,
სოფლის თავში ლექსი ვპოვე,
სოფლის ბოლოს _ ბალადა.
სანთელი და საკმეველი,
კვარიც დამაქვს კვარადა,
ბოროტებას არ დავზოგავ,
წყალს და მეწყერს გავატან,
სიკეთე ხომ ჩვენი არის,
ვინ წაგვართმევს ძალადა,
ჩვენი არის, და ამიტომ _
ვარუდილა ვარადა!
შარაგზაზე კაცი მოდის
გულის გასახარადა,
ვაჟკაცურად გესალმება,
ღიმილს ვეღარ ფარავ და
მიაძახებ: _ კაი კაცო,
მამულს ჰყავხარ ფარადა,
იცოცხლე და გაგიმარჯოს,
ვარუდილა ვარადა!
შრომა ისხამს მარგალიტებს
ყველგან, მთად და ბარადა,
ვინც ქვეყანას განადიდებს,
ის დიდია თავადაც.
ვის სამშობლო საქმით უყვარს,
უკვდავია მარადა,
კვამლი ცაში ააქვს ბუხარს,
ვარუდილა ვარადა!
ქალს სპეტაკი გული შვენის,
თვალადაც და ტანადაც,
სულით მახინჯს ვერ უშველის
ენამჭრელი თამადა.
სამკაული ვერ უშველის _
ოქრო-ვერცხლი მრავლადა,
ქალს კალთაში ბავშვი შვენის,
ვარუდილა ვარადა.
ვაჟკაცს შვენის მოთმინება,
სიტყვა _ მამის კვალადა,
სხვის ბაღჩაში ხილის კრეფას
არ იკადრებს ძალადა
ოქროს მხვეჭელს ოხრად რჩება
მანქანაც და კარდაც,
ოხრად რჩება და ამოტომ _
ვარუდილა ვარადა!
მე სიკვდილი რას დამაკლებს,
თუნდ მომადგეს კარადა,
თუკი ჩემი მეგობრები
დგანან მხარიმხარადა,
თუ შვილები მეხრდებიან
ქვეყნის ხმალად და ფარადა,
მე სიმღერას რა დამილევს,
ვარუდილა ვარადა!
ჰე, მამულო!
შენი გვმართებს
ჩვენ სიცოცხლე ვალადა,
შენ გვეძახი, შენ აგვანთებ,
რკინად გვაქცევ, რვალადა.
შენი დილის ცა-ლაჟვარდმა
სულში შემომანათა,
ზეცა მღერის,
მიწა მღერის _
ვარუდილა ვარადა!