რაც არ არი, არ არი,
ააფრინე ალალი...
ატმის ყვვავილს მიეზღოს
ჩემი გულის ზარალი.
ცისკრის ლაღმა ტოროლამ
აპრილს მისცეს ვალები.
რა ვქნა, იას რადა აქვს
ასე ლურჯი თვალები!...
იისთვალას ვეტრფოდი?
ეს ხომ მისი ბრალია!
ჰოდა, გადაიხადოს,
სიყვარულის ვალი აქვს!
ცოტა-ცოტა წყალობა
ყველამ გულს უწყალობა:
წმინდა წყარომ _ გალობა,
ჩიტბატონამ _ ჭიკჭიკი,
კვირტის წვერზე წვიმებმა _
წაკწაკი და წიკწიკი...
სალამურად აქციეს
ერთი ციცქნა ქალი და
ახლა გადაიხადე
ამოდენა ზარალი...
ააფრინე ალალი,
რაც არ არი, არ არი...