ზეგანის ჩრდილი კლდეზე გართხმული
გაქრა და მთებში მძიმედ შებინდდა
და ღამე, როგორც ქვეყნის წარსული,
გარეთ მობობღავს გვირაბებიდან.
დაკბილულ კლდეებს უღიმის მთვარე,
იღვრება მთებში რძისფერი თქეში
და მეჩვენება _ თამარის ლანდი
მდუმარედ დადის კლდის დერეფნებში.
ასე მგონია, ღამის სიწყნარეს
შეარხევს რაღაც მძიმე და დიდი.
მესმის შხუილი, დრო, ვით მდინარე,
მტკვრის ხეობაში ზოზინით მიდის.
ღრუბლის ფთილები ფრთებმოვერცხლილი
მთვარემ დახატა ლაჟვარდზე ასე?
თუ დრო _ მდინარე, კლდეებს შეხლილი,
ჭორომებს აჩენს ვარძიის ცაზე?
კლდეს არ ეცემა შუქი სანთლების,
დუმილი ნაბდად ჰკიდია ხრამებს,
სქელი ბურუსით, მრუმე ლანდებით
ორწოხებს აწევს ვარძიის ღამე.
შეიშმუშნება ღამე ზღაპრული,
ჩამესმის ჩქამი მოულოდნელი,
მდორე დინება კლდეებს გადუვლის
და უფრსკულებში ცვივა ლოდები.
გაქრა და მთებში მძიმედ შებინდდა
და ღამე, როგორც ქვეყნის წარსული,
გარეთ მობობღავს გვირაბებიდან.
დაკბილულ კლდეებს უღიმის მთვარე,
იღვრება მთებში რძისფერი თქეში
და მეჩვენება _ თამარის ლანდი
მდუმარედ დადის კლდის დერეფნებში.
ასე მგონია, ღამის სიწყნარეს
შეარხევს რაღაც მძიმე და დიდი.
მესმის შხუილი, დრო, ვით მდინარე,
მტკვრის ხეობაში ზოზინით მიდის.
ღრუბლის ფთილები ფრთებმოვერცხლილი
მთვარემ დახატა ლაჟვარდზე ასე?
თუ დრო _ მდინარე, კლდეებს შეხლილი,
ჭორომებს აჩენს ვარძიის ცაზე?
კლდეს არ ეცემა შუქი სანთლების,
დუმილი ნაბდად ჰკიდია ხრამებს,
სქელი ბურუსით, მრუმე ლანდებით
ორწოხებს აწევს ვარძიის ღამე.
შეიშმუშნება ღამე ზღაპრული,
ჩამესმის ჩქამი მოულოდნელი,
მდორე დინება კლდეებს გადუვლის
და უფრსკულებში ცვივა ლოდები.