Litclub.ge

კონსტანტინე ბალმონტს
წითელი რაშებით მზის სხივი დღეს მოდის,
დღეს მსურს მას ესმოდეს:
გულში სიხარულის ხმაა დაფარული,
ბალტონს ჩვენი ვარდი, ბალტონს ჩვენი ქება, ჩვენი სიყვარული.
დაუდგათ ფერიებს დილა სიცილისა:
ყვავილი დილისა
მომღერალს მიართვეს ნამით დაცვარული,
მგოსანს უგალობეს: შენ ჩვენი სინაზე, ჩვენი სიყვარული.

მგოსანმა ძლიერის ჰანგებით ადიდა შოთა და თამარი.
დღეს ის ჩვენთან არი,
დღეს ჩვენთან სხივოსნობს მზის მადიდებელი, ცეცხლის მოხარული.
მას ჩვენი ოცნება, ჩვენი ნეტარება, ჩვენი სიყვარული.