Litclub.ge

* * * როგორ დამწიფებულხარ
როგორ დამწიფებულხარ,
როგორ დამშვენებულხარ,
სიზმრებში რომ გხედავდი,
ის ხარ, დედოფალო.
ქალი ხარ და ხატი ხარ,
ჩემი ნატვრისთვალი ხარ,
მინდა ისევ შენ ერთს
სული განაცვალო.
სული განწირულია,
გრძნობა სასწაულია,
გაზაფხულის ქარებმა
მოიპარეს ნატვრა.
ორმოცი წლის ლოდინი
თუკი დასასრულია,
უთარიღოდ სიკვდილი
შეინახოს მარტმა.