Litclub.ge

ღრუბელი ლურჯ ცაზე
ღრუბელი ლურჯ ცაზე
მე რას არ მაგონებს,
ის ცოცხალ არსებას
ჰგავს უფრო, მგონია!
ღრუბელი ხან კაცის
ხატებას ატარებს,
ხან ფაფარაყრილი
მძვინვარე ლომია.
მე ვხედავ, ღრუბლებში
გოგონა ქოლგას შლის,
უკან კი მიყვება
მას ძაღლი ბროლია,
ვიღაცა სივრცეში
ყალიონს აბოლებს,
ყალიონს ეწევა
და ნისლის ბოლია.
ღრუბელი ათასგვარ
სახეებს ღებულობს,
ღრუბელი მუდამ ჟამს
განცდების ზღვარშია,
სულ მიდის და მოდის,
ბინა კი არსად აქვს,
საბრალო ღრუბელი,
ყოველთვის გზაშია!