_დროა,დროა!-მომესმა ჩემი უფროსის ძახილი, ცხენზე რომ ვჯდებოდი მთიან ფშავში გასამგზავრებლად.
-მოვდივარ, თავადო მოვდივარ ვუპასუხე და ერთი კაზაკისა და ორი იასაულის თანხლებით ჩქარი ჩორთით გავედი ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრის ალაყაფის კარიდან. ეს ციხე-სიმაგრე იყო ერთადერთი შენობა ამ დიდ სოფელში –თიანეთში თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოლქის ადგილსამყოფელში.
გზა მდინარე იორს აღმა მიჰყვებოდა. ლიშო, არტანი, ბაჩალი და სხვა პატარა სოფლები თვალწარმტაცი ხეობის ორსავე მხარეს ჩვენს წინ შეუმჩნევლად გამოკრთოდნენ და უეცრად აღმოვჩნდით მთავარი ქედის ყველაზე მაღალი მთების ძირში რომლებიც უნდა გადაგველახა.
ზაფხულის დილა იყო, თერთმეტ საათზე მეტი არ იქნებოდა გრილოდა იმიტომ რომ ცრიატი იდგა და ღრუბლები ჭიჩოს-თავად წოდებულ ქედს ნახევრად ფარავდნენ
რამდენიმე წუთი შევისვენეთ და ვიწრო ბილიკს ავყევით ჩვენი ცხენები თუმცა ნელა და ფრთხილად ადგამდნენ ფეხს მაგრამ სიპიან გზაზე ფეხები მაინც უსხლტებოდათ და წამდაუწუმ ბორძიკობდნენ ორი საათისთვის ჩვენ მხოლოდ ნახევარი აღმართი ავიარეთ. ჩემს ზემოთ მოწმენდილი ცა იყო ქვემოთ კი სქელი ნისლი საიდანაც ჩვენები თანდათან ჩნდებოდნენ აქ უნდა შევჩერებულიყავით რათა დაქანცული ცხენები კვლავ დაგვესვენებინა მაგრამ გრილმა ნიავმა დაუბეა და ისევ გზას გაუდექით ბაწრულად მეთად ზნელი და ვიწრო ბილიკით მზე დასავლეთისკენ იხრებოდა ირიბ ელვარე სხივებს სტყორცნიდა თოვლიან ქედებს რომლებიც ისე ბზინავდნენ კაცსი თველს ვერ გაუსცორებდა. თოვლის მტვერი ნაირ-ფერად ელავდა.
აი მზე უკვე ოსეთის მთებს მოეეფარა და ჰორიზონტის მშვენიერი მეწამური ფერით შეღება დაბოლოს ჩვენ მივაღწიეტ ჭიჩოს-თავის მწვერვალს საიდანაც ვიხილე ბუნების იშვიათი შურათი; უამრავი მთა, ეს იყო თუშ-პშავ-ხევსურეთი იგი ნისლით შემოსილიყო სქელ ორთქლში მოჩანდა მხოლოდ მთათა კორტოხები ან წვეროები რომლებსაც ჰორიზონტი დაჰყრდნობდათ დასავლეთით ზოგიერთ მთაზე ისვენებდა ჩამავალი მზის სხივებით ათასფერად შეღებილი ფანტასტიკური მოყვანილობის ღრუბლები. აღმოსავლეთით ძლივს მოჩანდა კახეთის ველის ნაწილი მაგრამ სოფლების გარჩევა უკვე შეუძლებელი იყო. იქ სადაც მე ვიდექი მწვერვალის ორსავე მხარეს შავად პირი დაეღო საშინელ უფსკრულებს მათ ფსკერი თითქოს არა ჰქონდათ.
სამარისებურ სიჩუმეს არღვევდა მთის ნიაღვართა ოდნავ გასაგონი ჩხრიალი და შორეული ყაშყაში არწივებისა რომლებიც ერთმანეთს ბანს აძლევდნენ. სურათის დასაგვირგვინებლად თოვლიანი გოლი. ათების მხრიდან მოწითალო მთვარე ამოვიდა, იგი თანდათან სულ უპრო და უპრო ნათლდებოდა ქედის მოპირდაპირე მხარე შუქი მოფინა ხოშარას მუქუს გოგოლაურაურთას უძილაურთას და სხვა სოფლების შავ კოშკებს.
დიდებული სურათი იყო!
ჩემმა მხლებლებმა კაზაკმა ქუდი მაიხადა და პირჯვარი გადაისახა.
_რაო,ბოჩკოვ,ლოცულობ?_შევეკითხე
_აი,თქვენო კეთილმშობილებავ, მე პირველად ხო მარ მიხდება ფშავლებისკენ მგზავრობა მაგრამ როგორც კი ამ მთასთან მივალ ვეღარ ვითმენ რომ პირჯვარი არ გადავიწერო…...
მართლაც სპექტაკლი თოვლით შემოქობვილი უზარმაზერი მთების ხილვა პირქუში უფსკრულები რომლებსაც თვალი ვერ სწვდება ჩანჩქერთა ხმაიური და ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო იყო ისეთ განნიერებით და დიდებით გაოცებულმა მის შემოქმედს ლოცვით მიმართა!
აქ ჩვენ დაბლა დაშვება დავიწყეთ. ბოჩკოვი ცოტა დანაღვლიანდა და მთელი გზა მდუმარედ მოდიოდა. შამაგიეროდ, ახმაურებულ არაგვს რომ მიუახლოვდა, ჩემი კაზაკი ამღერდა, გაისმა:
,,
ერთ-ერთმა იასაულმაც ხმამაღლა რომელიღაც ადგილობრივი სიმღერა წამოიწყო.
ამასობაში მახლობლად პატარა ცეცხლი გამოიკრთა, მას მოჰყვა მეორე, და ძაღლების ყეპამ გვაუწყა, რომ ჩვენ მგზავრობის მიზანითან_ლოფელ ხორაშარასთან ახლოს ვიყავით. ი მივედით დაქანცულნი ცხენზე ჯდომიტა და ფეხით სიარულით. ღამის სათევ აგილას მოვიდნენ ფშავლები, ჩვენი პატივცემისთვის არაფერს იშურებდნენ უზარმაზარი ყოჩიც მოიყვანეს.
Eის ყოჩი სხვათა შორის თვითონ შეჭამეს. მე იმის თავი აღარ მქონდა: ჩემი ცოდვილი სხეული დასვენებას ითხოვდა; მაინც არასგზით არ დავეთანხმე ფშაველ მასპინძელთა წინადადებას, რომ დასაძინებლად მათ ბინაზე წავსულიყავი. Xბორების, ძროხების და ცხენების საზოგადოება სრულიად არ მიზიდავდა იასაულს ვუბრძანე, ჩემთვის ხის ქვეშ ჩალა დაეფინა; ნაბადი წავიხურე და დევგმირივით მაგრად ჩამეძინა.
ღოგორც კი ინათა გავიღვიძე საუცხოო დილა იყო სიჩუმეს მერცხლების ჭიკჭიკი და არაგვის ჩხრიალი არღვევდა ზოგჯერ ძროხებისა და ცხვრების ბღავილი ისმოდა. ჩემი კაზაკი მახლობლად იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა. ჩაი მოვაგონე
_ჩაი, თქვენო კეთილშობილებავ მზად არის მხოლოდ იასაული არა ჩანს,_ფეხებზე წამოდგომით მიპასუხა კაზაკმა.
_რად მინდა იასაული, მე ჩაისა გთხოვ!
_თქვენ ხომ რძის შოვნა მიბრძანეთ... იასაული წავიდა იგი ამბობს: არ გვაძლევენო.. ხელახლა გავგზავნე.
_რატომ არ გვაძლევენ?
_ეშმაკმა იცის მათი თავი! ამბობენ რძე არა გვაქვსო.
_როგორ არა აქვთ! Fული გაატანეთ?
_ფული გავატანეთ რძე კი მაინ ცარ მოგვცეს..
ცოტა გვქონდა. ბავშვაბმა შეხვრიპრესო.
_ეს, ჩემო, დძმაო, ფუჭი სიტყვებია იშოვნე როგორც გინდა_ბოჩკოვმა არაფერი მიპასუხა და სოფელში წავიდა. Nნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა თან ძროხა მოიყვანა. ძროხასთან ერთად ვიღაც დაჩაჩანაკებული დედაბერი მოღოღინდა.
_გამარჯობა!-მითხრა მან.
ვცდილობდი ადგილობრივ მცხოვრებთა ლაპარაკისთვის მიმებაძა და დედაბერს ვუპასუხე:
_ღმერთმა გაგიმარჯოს!
შემდეგ ბოჩკოვს ვუსაყვედურე, რძის მაგივრად თელი ძროხა რად მომიყვანე-მეთქი.
_აბა რა მექნა თქვენო კეთილშობილებავ როდესაც რძეს არ იძლევიან_მიპასუხა_ამიტომ მოვიყვანე ძროხა. ინებეთ ნახვა: რძით სავეს ცური ზედ ასკდება, და ბოჩკოვი საკუთარი ხელებით დაიწყებდა ძროხის წველას ჩემს სიტყვებს რომ არ შეეჩერებინა.
---რძე აღარ მინდა. სჯობს ნაცვალს დაუძახო.
---სოფელში ერთი ძე-ხორციელიც არ მოიპოვება, თქვენო კეთილ-
შობილებავ!
---იასაულები სადღა არიან?
---ეშმაკმა იცის მათი თავი!
მოთმინებას ვკარგავდი.
---გაუშვი ეს ძროხა.
იასაულებთან ერთად ახლომახლო მდებარე
სოფლებში წადი დაყ ველა ნაცვალი მომიყვანე.
ნაცვალთა მოსვლამდე მოწყენილობისაგან გული მელეოდა.
ხო-
შარას ლამაზი ადგილმდებარეობაც, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ-
დი, აღარ მართობდა, პირიქით, ეს მთები თითქოს გულზე მაწვებო-
დნენ, ყოველივე ამასთან ერთად, არ ვიცი---რისთვის, ჩემს წინ იდგა
ფშაველი დედაბერი.თავაზიანად შევეკითხე:
---რა გინდა, დედილო?
---შენი კარგად ყოფნა!---მიპასუხა. ეს ქათინაური ადგილობრივ
მცხოვრებ მკვიდრთა ჩვეულებრივი ფრაზაა, და იგი შეიძლება ასე
ვთარგმნოთ: ,,გისურვებ კარგად ყოფნას”.
---გმადლობთ, დედილო!.. მაგრამ თქვენ, მგონი, ნაკლებად ზრუ-
ნავთ ჩვენი კარგად ყოფნისათვის: აქ თქვენთან რძესაც კი ვერ იშოვ-
ნის კაცი. პურზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
---რძე აქ საიდან უნდა გვქონდეს? შეხედეთ ამ მთებს!
და მიჩვენა შავი, ტიტველი კლდეები.
---შენ რატომ იმ მთას მიჩვენებ და არა ამ მთასა---და ვუჩვენე
მშვენიერი ბალახით დაფარული მთა.
---ეს ხომ, ჩემო შვილო, სათიბია,---მიპასუხა,---ბალახის ახ-
ლანდელი მოუსავლიანობის დროს უსათიბოდ რაღა გვეშველებოდა.
გასული წლის თივა რომ არ შემოგვენახა, გაზაფხულისთვის პირ-
უტყვი არ შეგვრჩებოდა. ზამთარში ბალახი არ ითიბება, საყიდლადაც
არსად იშოვება, ან რით ვიყიდოთ. მაშინ ხომ დაიღუპებოდა გულთა
მზის ძროხა!..
დედაბრის მსჯელობა საფუძველს არ იყო მოკლებული.
---კარგი, პატივცემულო გულთამზე,---ვუთხარი, თქვენები
რატომ არ მუშაობენ?
---არავინ მყავს, ჩემო შვილო!..
ქმარი დამიბერდა, ვაჟი კი ჯე-
ელია, თუმცა ყოჩაღია, მაგრამ მუშაობა ეზარება... სულ დათვებს დას-
დევს.
---აბა, რა დროს ნადირობაა, როდესაც მუშაობაა საჩირო!.. ჩემ-
თვის მოგებარებინა ეს ვაჟკაცი...
---შენ რად გინდა?.. ---მკითხა გაკვირვებულმა გულთამზემ.
---იასაულად ავიყვანდი. სამსახურს მიეჩვევა, ფულსაც მიიღებს.
---ბევრ ფულს მისცემ?
---იასაულს წელიწადში ორმოცი მანეთი აქვს ჯამაგირი, ჩემ
მხრიდან კიდევ ოც მანეთს მივუმატებ.
---აიყვანე, ღვთის გულისათვის! აიყვანე ჩემი შვილი იასაულად,
მე კი რძეს, ერბოს... ყველაფერს, რაც გნებავს, გამოგიგზავნი... წინ-
დებს მოგიქსოვ.
---გმადლობ! არა მჭირდება! ვხედავ, კარგი დედაკაცი ხარ და
მზადა ვარ, დაგეხმარო.
---ახლა წავალ, რძეს მოგიტან,--თქვა და წასასვლელად მიბ-
რუნდა.
---არ მინდა, არ მინდა!..
უმჯობესია დაჯდე და რამეზე ვისაუბ-
როთ... მარტო მოწყენილი ვარ.
მაგრამ ამ დროს ჩემმა დედაბერმა უეცრად აურზაური ასტეხა
და საშინელი კივილი მორთო:
---ვაი ჩვენს თავს! თამარ მეფევ, შეგვიწყალე.
---რა მოგივიდა?---ვკითხე გულთამზეს მისი ამ უეცარი ცვლი-
ლებით გაკვირვებულმა.
---წადი აქედან, ქადი!---ვიღაცას უყვიროდა დედაბერი, მე კი
მასუხს არ მაძლევდა.---წადი, გამიხარდი! ჩემს თვალს არ დაენახვო!
მხოლოდ ახლა შევნიშნე კაცი, რომელსაც გულთამზე მიმარ-
თავდა.
ეს იყო მაღალი ტანის მოხუცი, სულ ჭაღარა, წვერმოშვებული,
უქუდო, ფეხშიშველი, მკერდბანჯგვლიანი. Mოხუცი სიტიტვლეს ძლივ-
ძლივობით ფარავდა ნაფლეთები ძველი უსაპირო ტყაპუჭისა, რომელ-
ძედაც თოკი ჰქონდა შემორტყმული.
---ვინ არის?---ჯვლავ ვკითხე გულთამზეს, ცნობისმოყვარეობით
შეპყრობილმა.
---წადი, შე ბეჩავო! გამეცალე... ძაღლები დაგკბენენ..., ვაი, უბე-
დურება მოგველის.
მოხუცი კაცი გულთამზის კივილზე შეჩერდა, ჩაფიქრდა და რო-
გორღაც უაზროდ გაეცინა, მერე მიბრუნდა და მახლობელ მთას აჰყვა.
დედაბერი დამშვიდდა, პირჯვარი გადაისახა და გვერდით მო-
მიჯდა.
---ვინ არის ის მოხუცი კაცი, და რატომ გააგდე?
---ოჰ, ამ მოხუცებმა ბევრი ავი დაგვმართა ჩვენცა და თავის
თავსაც!
---რა ავი დაგმართათ? არ შეიძლება მიამბო?
---რად გინდა, ჩემო შვილო! ახლა რაღას უშველი! ამბის მო-
ყოლას დიდი დრო დასჭირდება.
---მერე რა უჭირს! Mიამბე, დედილო! ხომ სულ ერთია: ახლა ჩვენ
საქმე არაფერი გვაქვს; შენ მიამბობ, მე კი მოგისმენ.
და გულთამზემ მიამბო გრძელი, მაგრამ არა დახლართული ამბა-
ვი, ჯერ ნათელი და სასიხარულო, როგორც მთის იდილია, მერე კი
ისეთი პირქუში და სამწუხარო დრამა, ხშირად რომ მეორდება კავკა-
სიის მთებში, იქ მცხოვრებ ადამიანთა თავშეუკავებელ ვნებათა და
კიდევ უფრო ცრურწმენათა ზეგავლენის გამო, რაც მათ ძვალ-რბილ-
ში აქვთ გამჯდარი.
დედაბრის ნაამბობი გამოვიყენე მასალად ამ მოთხრობებისათვის...
გთხოვთ მომისმინოთ.
ივნისი იწურებოდა. Mზეს თავისი გზის ორი მესამედი უკვე გაევ-
ლო. ფშავის კლდოვანი მთები გავარვარებული იყო და ახურებდა ჰა-
ერს, რომელიც ზაფხულში ისედაც სულის შემხუთავია. Mხოლოდ არაგ-
ვის ლურჯი ტალღები ავრცელებდა სიგრილეს და გულში ჩასაკრავად
გვიზიდავდა.
ახლობელი სოფლების---გოგოლაურთას, უძილაურთას
და შუაფხოს მოდამოები ცხვრის ფარებით მოფენილია. Bატკნები ხტუ-
ნავენ და კუნტრუშობენ; თხები ბუჩქებზე ცოცავენ; ერთგულ ნაგაზებს
ლაშ-პირი ბალახში ჩაურგავთ, სიცხეს ემალებიან და ღამის გუშაგობით
დაღლილნი ისვენებენ. ხეობები ძილს მისცემია, გარშემო სამარი-
სებური სიჩუმე მეფობს: ყველაფერი რაღაც დაღლილობისა და უძლუ-
რების სურათს წარმოადგენს. ერთ-ერთი ფარის მახლობლად, სახელ-
დახელოდ ნაბდებისაგან გაკეთებული კარვის ქვეშ ორი მწყემსი ზის.
ერთ მათგანს სახეზე ეტყობა, რომ რაღაც აწუხებს. ზის ჩაფიქრებუ-
ლი, მაგრამ ზოგჯერ ტუჩებზე იდუმალი ღიმილი გადაუვლის და
შინაგანი თვითკმაყოფილებით შეთრთოლდება.
მეორე მწყემსი ფიქრობს, ჩემი ამხანაგი ასე რამ ჩააფიქრაო, და
ეკითხება:
---გამიგონე, ლაშქარავ! რა იქნა შენი ჩვეულებრივი მხიარულე-
ბა? შენ, ალბათ, ცუდი სიზმარი ნახე?
---ჰო, ლომო, შენ მართალი ხარ!---უპასუხებს ლაშქარა...---აი
ორი ღამე არ მიძინია, მე კი ასე მგონია, რომ სიზმარში ვარ... მაგრამ
ეს კიდევ არაფერია,---დაუმატა მან,---ოღონდ ის შევასრულო, რაც
დღეს განვიზრახე!
---რა განიზრახე?
---ამას მაშინ გაიგებ, როცა გეტყვი, მანმადე კი საჭირო არ არის
იცოდე.
---შენი თქმა არც მინდა... წინასწარ ვიცი შენი განზრახვა: ალ-
ბათ გინდა სათარეშოდ მიეჭრა მოუსვენარ ქისტებს, რომელიმე მათ-
განის საიქიოს გასამგზავრებლად...
---ლაშარის ჯვარის ხატი გამიწყდეს,---სიტყვა შეაწყვეტინა
ლაშქარამ,---თუ შენს ნათქვამში სიმართლის ნატამალი იყოს.
---ან,---განაგრძობდა ლომი,---ხოშარას მახლობლად გინდა
იხეტიალო...
მაგრამ იცოდე, რომ ამ სოფელში ძაღლები იკბინებიან.
Mერცხალას კი არა ერთი და ორი ქოფაკი დარაჯობს.
---რაც გინდა თქვი, საღამომდე მაინც ვერაფერს გაიგებ. მანმადე
მე შინ შევირბენ, შენ კი აქ დამიცადე და თოფს ტალი დაუპირე.
ესა თქვა ლაშქარამ და ადგა, სწრაფი ნაბიჯით მთიდან შუაფხო-
საკენ დაეშვა.
---უცნაურია!---გაიფიქრა ლომმა, როდესაც ლაშქარა წავიდა,---
ამ კაცს ვეღარ ვცნობ. რაღაც ძალიანადარდებს, ძალიან ადარდებს!
რაღაც აწუხებს. იყო დრო, თავისი ყბედობით მოსვენებას არ მაძ-
ლევდა, ახლა კი... არა, ჩანს, მავნე სულს შეუპყრია!
ლომი მართალი იყო ასე ეფიქრა იმიტომ, რომ ლაშქარა ერთი ხა-
ნია შესამჩნევად შეიცვალა, წინათ ის შრომისმოყვარე იყო,---ახლა
კი ფუქსავატი გახდა, გულისყურიანობა დაფანტულობით შეეცვალა,
მიარულებამ ადგილი მოწყენილობას დაუთმო. ამისდამიუხედავად,
ლაშქარა უფროსებთან ძველებურად მოკრძალებული იყო და მისი
უზადო ყოფაქცევა, რითაც ფშაველი იშვიათად არის დაჯილდოებული
სამაგალითოდ ითვლებოდა. ლაშქარას დამახასიათებელი თვისებები
იყო: პირდაპირობა და გულწრფელობა.
შეიძლება მისთვის გესაყვე-
დურათ ერთგვარი სიამაყე, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვებთან შედარებით
უპირატესობაც გააჩნდა. გარეგნობით ლამაზი იყო, ჰერკულესის ძა-
ლა ჰქონდა, კარგ მსროლელად და ცხენოსნად ითვლებოდა, ერთი
სიტყვით, შემკობილი იყო ღირსებებით, რაც მთიელთა თემებში დიდი
მოწონებით სარგებლობს და რითაც ლაშქარამ უფროსების ყურად-
ღება მიიპყრო და ტოლების პატივისცემა დაიმსახურა. ლაშქარა მზად
იყო ყოველთვის და ყოველი ადამიანისათვის სამსახური გაეწია, ლაშ-
ქარასათვის სხვებიც თავს გასწირავდნენ---ყველა ერთად და ცალ-
ცალკე. Dა მერე ვისა რ უყვარდა ეს ლამაზი ვაჟკაცი, ლაშქარა? შუა-
ფხოელი ქალიშვილები? ამაოდ კი არ მიდიოდნენ ისინი ლაშქარას
დედასთან, რათა დახმარებოდნენ: ძროხა მოეწველათ, კარაქი შეედღ-
ვებათ და მატყლი დაეჩეჩათ, თუმცა ათი წლის წინათ არც ერთი
შუაფხოელი ქალიშვილი არ შეისმენდა იმავე დედაბრის თხოვნას, რომ
მას წისქვილზე დასაფქვავი ხორბლის წაღებაში დახმარებოდა. Mაგრამ
ლაშქარა, მგონი, ცოტა ყურადღებას აქცევდა ამ კარგსა და მზრუნ-
ველ მეზობელ ქალიშვილებს... მისი ყურადღება სულ სხვასა ადგილს
მიეჯაჭვა; მისი ფიქრები შორს დაჰქროდა.
აი, საქმე როგორ იყო:
ცქრიალა ქალიშვილი მერცხალა, ეს მშვენიერი და კეთილი მთი-
ელი გოგონა, თავდავიწყებით უყვარდა ლაშქარას.
ამ სიყვარულის ამბავი გრძელი და რთული არ არის, მაგრამ
მისი მოყოლა საჭიროა, რათა რამდენადმე გავარკვიოთ წინ მოთხრო-
ბილი და მერმინდელ ამბავსაც შუქი მოვფინოთ.
ლაშქარას დედა, სანდუა, ქისტების მიერ მოკლული ქმრის და-
კარგვის შემდეგ მწუხარებასა და გაჭირვებას განიცდიდა შუაფხოში
სადაც იგი თავის თხუთმეტი წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. შა-
კუთარი პური არ გააჩნდა, ფული კი მით უფრო არ ჰქონდა.
Mეზობ-
ლებმა იგი არ შეიკედლეს, არ უპატრონეს და დედაბერს მეტი არა-
ფერი დარჩენოდა, რომ ვაჟთან ერთად კარდაკარ ევლო, მაგრამ აქ ბე-
დნიერმა შემთხვევამ იხსნა სანდუა გაჭირვებისაგან. მათს სოფელში
ცხენით ჩაიარა შეძლებულმა ფშაველმა, რომელმაც, დედაბრის მდგო-
მარეობა რომ გაიგო, წინადადება მისცა, ლაშქარა მასთან მწყემსად
მიებარებინა, იმ წესის მიხედვით, რაც ფშაველთა შორის არსებობს
რამდენიმე განსაზღვრული წლის შემდეგ მწყემსისათვის გამოეყო
ფარიდან გარკვეული ფშავლის წინადადებას. Mეორე დღესვე გა-
ჰყიდა უკანასკნელი ძროხა, ერთადერთი ცხენი და თავისი ბარგი-ბარ-
ხანით ხოშარას გაემგზავრა.
აქ სანდუას წყნარი ცხოვრება დაიწყო, შვილი ახალ საქმეს შე-
უდგა: მხარზე თოფგადაკიდებული და ხელში კომბლით ფარას მწყემ-
სავდა.
ლაშქარა მხიარულობდა მაშინ, როდესაც ზოგჯერ რამდენიმე ფა-
რი ერთმანეთს დაუახლოვდებოდა: ახალგაზრდა მწყემსები, ქალ-ვაჟ-
ნი, ერთად შეიკრიბებოდნენ, მღეროდნენ, სალამურს უკრავდნენ და
ცეკვავდნენ, ან წრედ დაქუჩდებოდნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ მა-
მა-პაპათა ლაშქრობასა და გმირობაზე, დევებზე, რომლებიც ოდესღაც
მწყემს ქალებს იტაცებდნენ, ღონიერ დედაბერზე... ხდებოდა ხოლმე,
რომ ახალგაზრდები ერთმანეთს წაეჩხუბებოდნენ და ისევ შერიგ-
დებოდნენ; მერე ამას კვლავ ჩხუბი მოჰყვებოდა, მაგრამ ლაშქარა
არავისთან ისე კარგად არ იყო შეთვისებული, როგორც ერთ მწყემს
გოგონასთან---მერცხალასთან.
ხდებოდა ხოლმე, რომ ამხანაგები ლაშქარას რამეში ბრალს დას-
დებდნენ,---მერცხალა მას გაამართლებდა; ლაშქარას წყენინებას მო-
ისურვებდნენ---მერცხალა მას გამოექომაგებოდა. მათი ფარებიც ერ-
თად სძოვდნენ, სოფელში ერთად ბრუნდებოდნენ. თუმცა ლაშქარას
ასეთი მხველი ჰყავდა, ბავშვობისას იგი ტოლებს მაინ ცარ უყვარ-
დათ, ის მთებში შურს იწვევდა, რადგანაც ლაშქარა მათზე უკეთესად
ისროდა მამისეული თოფით ნიშანში, ვერც ერთი ამხანაგი ჭიდაობაში
მას ვერ სჯობნიდა, ვერავინ უსწრებდა რბენაში, როცა ახალგაზრდე-
ბი მთიდან დაეშვებოდნენ. მოწინააღმდეგეს ლაშქარასავით ვერავინ
ვერ იგერიებდა ხის ხმლით, ვერც იცავდა დაწნული ფარით.
ერთი
სიტყვით, ლაშქარას ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რაც ახალგაზრდა ამ-
ხანაგებში შურს იწვევდა და მალე როგორღაც მას ყველა ჩამოშორ-
და... მერცხალას კი ლაშქარა არ მიუტოვებია. Mარჯვე ბიჭი და გოგონა
განუშორებლად ერთად იყვნენ. ბოლოს ისე შეეთვისნენ ერთმანეთს,
რომ, თუ მერცხალა თავისი ცხვრებით საძოვარ მდელოზე არ გამოვი-
დოდა, ეს დაშორება მათ ბავშვურ ასაკში ყველაზე უფრო საწყენი რამ
იყო.
მიდიოდა დღეები და თვეები; გავიდა წელიწადი, მეორე, მესამე
და აი, დადგა დრო---ლაშქარას სამსახურის ვადა გაუთავდა, ძალა-
უნებურად უნდა დასრულებულიყო ლაშქარასა და მერცხალას უცო-
დველი შეხვედრები და საუბრები, რაც მათთვის ასე საყვარელი იყო.
სოფელში მერცხალას უკვე გასათხოვარ ქალად თვლიდნენ, რადგან
თხუთმეტი წელი შეუსრულდა. მამამ უთხრა მას: ,,მწყემსის დაქირა-
ვების შეძლება მე არა მაქვს, ცხვარს კი მერცხალას უკვე ვეღარ გა-
ვაყოლებ იმიტომ, რომ ჩემი უმანკო ბატკნისთვის, ალბათ მოიპოვება
რომელიმე მგელი---მწყემსი!..” ამის შემდეგ მერცხალა თვითონ მა-
მამისმა შესცვალა.
და აი, თითქმის უკვე მთელი თვეა, რაც ცხვარი
მოხუცის მეთვალყურეობით ძოვს. ამ ხნის განმავლობაში მოხუცმა
ლაშქარა ახლოს გაიცნო და ზოგჯერ კიდეც ფიქრობდა, ლაშქარას
მერცხალას მივათხოვებდი, რომ მას ცოტა რამ ქონება მაინც გააჩნ-
დესო.
მაისის დილა იყო.
ანდაკის მთებიდან ჯერ კიდევ არ გამო-
ჩენილიყო, ბოროლას მთაზე კი ღრუბლები მიცოცავდა, ლაშქარას
ცხვარი ძოვდა, თვითონ კი აბრეშუმისებურ ბალახზე იწვა, თითქოს
ღრუბლებში გახვეულიყო. მისთვის არაფერი და არავინ ჩანდა. Bოლოს
აღმოსავლეთი ოქროსფრად შეიღება, ღრუბლებმა მზეს მეასურეს, გარშემო ყველაფერი გადანათდა და გაკვირვებულმა, გახარებულმა ლაშქარამ შორიახლო დაინახა... მერცხალა, წამოდგა დამ ის შესახვედრად გაიქცა, შორიდან ეძახოდა:
_გამარჯობა, მერცხალავ! გამარჯობა! სად დაიკარგე?
მაგრამ მერცხალას თითქოს ლაშქარას მისალმება არ გაუგონია, თავისი ცისფერი თვალები მორცხვად დახარა და სიტყვა არ უთქვამს.
ლაშქარა გააკვრივა მერცხალას გულცივობამ. აი, უკვე ერთი თვე იქნება, რაც ქალიშვილი მდელოზე არ გამოსულა. ახლაც მამის ავადმყოფობის გამო მოვიდა. ამ ხნის განმავლობაში მერცხალა ქალთა წრეში იყო (წინათ კი ასეთი შემთხვევა არ ჰქონია), და აქ ქალებმა, განსაკუთრებით დედაბრებმა, ღმერთმა უწყის, მერცხალას რა რჩევა-დარიგება არ მისცეს! ერთ წუთს ლაშქარა და მერცხალა დამუნჯებულნი იდგნენ.
უეცრად მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ ლაშქარა შეკრთა, მერცხალა გაწითლდა... ახალგაზრდათა ფიცხ გულებს რაღაც ახალი გრძნობა შეეხო, და რამდენიმე წუთს ისინი თავდავიწყებით გარინდნენ... დუმილი ლაშქარამ დაარღვია:
_რა იყო, მერცხალავ, რატომ არ მიპასუხებ?.. მეგობრებს ასე არა ხვდებიან!..
_გამარჯობა, ლაშქარავ! _წარმოთქვა მან ჩუმად, თავისი დიდრონი ცისფერი თვალებით მაღლა აიხედა. _წეღან მე... ვერ გიცანი
_ვერ მიცანი?! განა დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით?.. შეიძლება გაქვს რაიმე მიზეზი, რომ არ მიცნო?..
იქნებ გძულვარ?
_ოჰ, არა! თამარ მეფის ხატსა ვფიცავ! _წარმოთქვა მერცხალამ გატაცებით.
_ან, _განაგრძობდა ლაშქარა, _იქნებ დაგიშალეს ჩემთან ნაცნობობა?
_არა, არა! _მიუგო სხაპასხუპით მერცხალამ. _მე ახრძალული მაქვს ფარას გავყვე და დღეს მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ საწყალი მამაჩემი ავად გახდა.
_ოჰ! შენ აგიკრძალეს ფარის მწყემსვა! გასაგებია!..
ლაშქარა ოდნავ ჩაფიქრდა და მერე წამოთქვა:
_მომისმინე, მერცხალავ! მე ბავშვი აღარ ვარ და ჩემი მოტყუება ძნელია...
_მერედა ვინ გატყუებს?
_მადროვე, გენაცვალე, დამამთავრებინე, შენ გთვლიან ქალიშვილად, რომლის გათხოვების დრო მოვიდა. ჰო, უნდა ვთქვა, არც შენა ხარ ბავშვი... ჩვენში, ფშაველთა შორის კი ის ითვლება ვაჟკაცად, ვინც თავის საბედოს მოტაცებს, მამაშენი ამიტომ შიშობს, რომ ვინმემ ფეხმალ ცხენზე არ შეგსვას და არ გაგაქროლოს.
_მაშ ე სკი რისთვისა მაქვს?! _წამოიძახა მერცხალამ და ქარქაშიდან პატარა ხანჯალი ამოაელვა, ლაშქარას თვალწინ დაატრიალა.
_შენს ხანჯალს შეუშინდებიან?!
_ვინ გაბედავს ჩემს მოტაცებას?
¬¬_ვინც მოისურვებს... ეს რომ მე ჩამედინა... რას იტყოდი?
_რას ვიტყოდი?.. _ ღიმილით შეესიტყვა მერცხალა, _ჰო, შენს წინააღმდეგ იარაღი არა მაქვს! _და თავისი დიდრონი თვალები ლაშქარას მიაპყრო.
ლაშქარასთვის ამჯერად არც ერთი იარაღი არ იქნებოდა მერცხალას თვალებზე უფრო საშიში.
მცირე დუმილის შემდეგ მერცხალამ ჰკითხა:
_ეს ხუმრობით თქვი?
_ჰო, ხუმრობით, _უპასუხა ლაშქარამ, _მაგრამ აი რას გეტყვი ხუმრობის გარეშე.
ამდენ ხანს ერთმანეთს ვხვდებოდით, ვთამაშობდით, ვცელქობდით, ბავშვურ ცხოვრებას ვატარებდით და მიგეჩვიე, როგორც ჩვენი ბატკნები ერთმანეთს მიეჩვევიან ხოლმე; მიყვარდი, როგორც და_ძმას უყვარს ერთმანეთი. თუ დღე გამოერეოდა, რომ ვერ გნახავდი. მოვიწყენდი. მაგრამ აი, უკვე მთელი თვეა, არ გამოჩენილხარ, და აქ კი სევდამ ხელი დამრია!.. პირველად ვიგრძენი შენთან დაშორების მთელი სიმძიმე. დღეს კი, როდესაც კვლავ შევხვდით ერთმანეთს, კინაღამ ავტირდი... ტირილი კი არ მინდოდა, არამედ რაღაც გულს მირელვებდა, ვერ მიმხვდარვარ _ ეს შიშია თუ სიხარული...
თვითონ არ ვიცი, ეს რა არის!.. აირ ა, მერცხალავ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ!
ლაშქარას ყოველი სიტყვა თითქოს მერცხალას ფიქრებისა და გრძნობების გამეორება იყო, ყოველი მისი სიტყვა ხანჯლის წვერივით ჩხვლეტდა მის გულს, მაგრამ ეს ჩხვლეტა სასიამოვნო იყო!
თუმცა მერცხალა ლაშქარასთან დაახლოებული იყო, მაგრამ მისმა უეცარმა სიყვარულის ახსნამ ისეთ საგონებელში ჩააგდო, პასუხის გაცემა ვერ მოახერხა, გაბრუებული იდგა. მაშინ ლაშქარა მერცხალას მიუახლოვდა, ხელზე ხელო მოჰკიდა, წინანდელი სიტყვები გაიმეორა და დაუმატა:
_თქვი რამე, მერცხალავ! წმინდა გიორგის გაფიცებ, მითხარი: გიყვარვარ?.. თუ არა, აქაურობას მაინც გავეცლები, თქვენი სოფლიდან წავალ შორს, რომ...
მაგრამ ლაშქარამ წინადადება ვერ დაამთავრა, იქნებ არ სურდა ეთქვა, რაც ენაზე უტრიალებდა.
_ლაშქარავ! _წამოიძახა გულაჩუყებულმა მერცხალამ, _ლაშქარავ, დამივიწყე!
ლაშქარამ მწუხარებით გაუშვა ხელი მერცხალას ხელს. მწყემსი ქალის სიტყვები ისე გაიგო, რომ მისი გული სხვა ვაჟს ეკუთვნოდა.
_ლაშქარავ!.. _ისევ თქვა ცრემლმორეულმა მერცხალამ, _მე უბრედური ვარ!..
აქ კი ლაშქარამ ვეღარაფერი გაიგო... შეშფოთებულმა ჰკითხა მერცხალას:
_რა დაგემართა ჩემო კარგო? რა უბედურებაზე ლაპარაკობ?
_ჩემი გათხოვება უნდათ, _ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა.
ამ სიტყვებმა ლაშქარა ერთსა და იმავე დროს საგონებელში ჩააგდო და კიდეც გაიხარა: დაწყნარდა, რომ მერცხალას გრძნობის გაგებაში შემცდარიყო.
_მაშ შენ არავინ გიყვარს?
_არავინ, ჯვარის ხატს ვფიცავ.
არავინ, შენს გარდა, ლაშქარავ!.. მე ვერასოდეს ვერ გავბედავდი ჩემს სიყვარულზე რამე მეთქვა შენთვის, მაგრამ, რადგან შენ პირველმა მითხარი ამის შესახებ, მე...
ლაშქარამ მერცხალა გულში ჩაიკრა და მშვენიერი მთიელი ქალიშვილის ტუჩებზე აღბეჭდა ერთი იმ კოცნათაგანი, რომელსაც დიდხანს, დიდხანს ვეღარ ივიწყებენ.
რამდენიმე წუთით შეყვარებულთათვის გარშემო ყველაფერი გაქრა; ამქვეყნად ყველაფერი დაივიწყეს, ისიც კი, რომ ვინმე მიმავალ და კადნიერ ადამიანს შეეძლო მათთვის ეთვალთვალა და ამ პირველი უმანკო თავდავიწყების მოწმე გამხდარიყო და ამაში ცუდი რამ დაენახა.
ბოლოს გონს მოსულმა ლაშქარამ ჰკითხა მერცხალას:
_მაშ გათხოვებას გიპირებენ...
_ვაი ჩემს თავს, ეს მართალია!
_ვინ გითხრა?
_ჩვენმა მეზობელმა გულთამზემ.
მას ყოველთვის ვუყვარდი... და აი, გუშინ ჩვენთან მოვიდა და მითხრა... მთელი ღამ ეარ მეძინა...
_ვის უნდა მიგათხოვონ, არ იცი?
_ჩვენი მამასახლისის ვაჟს, უშიმარს.
_უშიმარს?.. იმ ლაჩარს?.. ლოთსა?..
მას, ვინც ერთხელ კიდეც დასაჯეს?
_ჰო, _უპასუხა სევდიანად მერცხალამ.
_არა, შეუძლებელია! მამაშენი ჯერ არ შეშლილა, რომ მასეთ არამზადას მიგათხოვოს.
_მამას ოცდაათ ძროხას შეპირდნენ!.. ლაშქარავ, ამ უბედურებისაგან ფამიხსენ, თორემ თავს მოვიკლავ!.. თავს მოვიკლავ, დედაჩემის საფლავს ვფიცავ, და ცოდვა შენ დაგედება! აი, დედა რომ ცოცხალი მყავდეს, ჩემს გაუბედურებას არ ინდომებდა.
_გულს ნუ გაიტეხ! დღეს მივდივარ მამაშენთან და საქმით დავუმტკიცებ, რომ შენს თავს, ჩემს მერცხალას ვერავინ წამართმევს!
_მაგრამ შენ მამაჩემს ურვათი უნდა გადაუხადო, რით გადაუხდი, როცა არაფერი გაბადია?
_როგორ თუ არაფერი? _უპასუხა თითქმის ნაწყენმა ლაშქარამ. _დღეს გათავდა ჩემი მწყემსობიუს ვადა და დღესვე ვთხოვ პატრონს, გამომიყოს ფარიდან ჩემი კუთვნილი ცხვარი, მე შემხვდება სულ ცოტა, ორასი სული. აი გადასახადი შენთვის, ჩემო ძვირფასო.
_ჩვენ რითიღა ვიცხოვრებთ? _ჰკითხა ისევ მერცხალამ.
_ვიმუშავებ, მამაშენის ფარას მოვუვლი, მასთან ვიცხოვრებ: იგი ხო მარ გამაგდებს!
_რასაკვირველია, არ გაგადებს, მაგრამ შენ მაინც შენი უნდა გქონდეს: ღმერთმა უწყის, რა მოხდება.
_ოჰ, რა დიდხანს უნდა ვიცადოთ!..
_ნუ დარდობ, მერცხალავ! შენთვის და შენთან ერთად _ ყველაფერი უხვად მექნება. დავიჭერ კვერნებს, მათ ტყავში ფულს მომცემენ, ფულით პურს ვიყიდი. ჯიხვსა და ირმის ხორცს ისეთი ადგილებიდან მოგიტან, სადაც არწივებიც კი საკვებს ვერ შოულობენ.
თაფლიც არ არის საყიდელი: ტყეებში ბევრი ფუტკარია, ჰო, ჩემო ფუტკარო! შენ მხოლოდ გიყვარდე და ღმერთი შეგვეწევა, ყველაფერს მოვაგვარებ.
იმავე საღამოს ლაშქარა მერცხალას მამასთან იყო და საქმე თავის სასარგებლოდ მოაგვარა. მეორე დღეს უკვე მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ლაშქარა მშვენიერ მერცხალას ირთავს. მერცხალას სიხარულისგან თავბრუ ეხვეოდა და მორცხვად, მაგრამ ღიმილით, ისმენდა დობილთა მილოცვებს.
ლაშქარას და მერცხალას აღარაფერი ადარდებდათ, მათ ბედნიერებას აღარაფერი დაარღვევდა, რომ ერთი ამბავი არ მომხდარიყო. ამ ამბავმა ლაშქარას ქორწინებაზე თუმცა არაპირდაპირი, მაგრამ მაინც დიდი გავლენა იქონია.
აი რა მოხდა:
ორი ფშაველი ერთმანეთს წაეჩხუბა; საქმე, რასაკვირველია ხანჯლებამდე მივიდა, და ერთმა მათგანმა მეორე მოჰკლა. ასეთი შემთხვევა თითქმის ჩვეულებრივი მოვლენაა მთიელთა ყოფაცხოვრებაში. განსაკუთრებით ფშაველთა შორის, მაგრამ მდგომარეობა გაართულა იმ გარემოებამ, რომ ამ ხალხში სისხლის აღების მხეცური ჩვეულება ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა. ამ შემთხვევაში კი მოკლული და მკვლელი სხვადასხვა თემს ეკუთვნოდნენ.
მოკლული გაბიდაორთ თემიდან იყო, მკვლელი კი _ ქისტურთ თემიდან, და ლაშქარა ერთ თემს ეკუთვნოდა, მერცხალა კი მეორეს. ცხადი იყო, რომ ამ შეყვარებულთა ქორწინება აუცილებლად უნდა ჩაშლილიყო.
ამ მკვლელობის შესახებ ხოშარაში გაიგეს. თემის საბჭო შეიკრიბა და მერცხალას მამამ ამხანაგებს ასეთი სიტყვით მიმართა:
_გაბიდოურებო! ჩვენი ტემი და გვარი ჩვენი ძმის სისხლით შეიღება და ჩირქი უნდა ჩამოვრეცხოთ: შური უნდა ვიძიოთ! ვიცი, ქისტაურის თემი ამაყია და ამიტომ ნებაყოფლობით არ მოისურვებს სისხლის გადახდას. მაგრამ მე აგრეთვე ვიცი, რომ, ჩვენი ჩვეულების მიხედვით, შეიძლება მოვკლათ ვინმე მათი თემიდან და მაშინ ჩვენ სისხლი აღებული გვექნება. სისხლი სისხლისა წინ! ეს ასე მოხდება, შორს არ გადავდებთ, დღესვე... მე მსხვერპლად მომაქვს ჩემი სასიძო ლაშქარა! ის ქისტაურთა თემიდან არი.
მოხუცმა დაამთავრა და ყველამ ერთხმად დაიძახა:
`სისხლი სისხლისა წინ! სიკვდილი ლაშქარას!~ მაგრამ ლაშქარა გააფრთხილეს, რომ განსაცდელი მოელოდა და მან, დედასთან ერთად, მალულად, ღამით თავისი ცხვარი სასწრაფოდ წინ გაირეკა და თავის სოფელს შუაფხოს მიაშურა.
შუაფხოელებს გაუხარდათ ლაშქარას მშვიდობით დაბრუნება, მაგრამ ლაშქარას ეს სრულიად არ ახარებდა, მისი სიხარული ხოშარაში დარჩა.
რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ლაშქარა შუაფხოში გადასახლდა. არც ამ სოფლის ლამაზი ადგილები, არც თანასოფლელთა მხიარული შეკრება მას არ იზიდავდა, თავისი ოცნებით, სულ მერცხალასთან იმყოფებოდა. როცა ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ტირსისმა ორჯერ გაბედა მისვლა ხოშარაში თავის ლაისთან და კეთილი მოხუცი გულთამზის დახმარებით ორჯერვე მოახერხა მერცხალას ნახვა. მასთან ლაპარაკით გული იჯერა. პაემანს საფრთხე და დაბრკოლებები სდევდა, მაგრამ ამ ლაშქარას გზნებარე სიყვარული კი არ ცხრებოდა, უფრო ღვივდებოდა. ბოლოს ლაშქარამ გადაწყვიტა, რაც უნდა მოსვლოდა, ამ წამებისგან მალე თავი დაეღწია, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნებოდა. მის ყურამდე არახელსაყრელი ამბავი აღწევდა.
ლაშქარა ერთხელ კიდევ მივიდა მერცხალასთან. რომ დაბრუნდა, გეგმა დააწყო იმ საქმისათვის, რის თაობაზე ჩვენი მოთხრობის დასაწყისში თავის ამხანაგ მწყემსს ლომს ესაუბრებოდა.
ამ საუბრის შემდეგ ლაშქარამ საჩქაროდ შინ შეირბინა.
_გამარჯობა და მშვიდობით, დედილო, _უთხრა მან სანდუას, რომელიც ცეცხლთან თითისტარს უჯდა, კედლიდან თოფი და ხმალი ჩამოიღო, მხარზე ფარი შეიგდო და ქოხიდან გავიდა.
კეთილსა და მშვიდ მოხუც ქალს ცვეულებად არ ქონდა შვილისათვის ეკითხა, სად ან რისთვის მიდიოდა. მაგრამ ამ ბოლო დროს შვილის სახეზე დარდსა და მრელვარებას ამცნევდა, თანაც შენიშნა, რომ ლაშქარა საძოვრიდან ადრე ბრუნდებოდა, შინიდან ისე მიდიოდა, რომ წესიერად არც კი ისვენებდა, არც მისთვის მომზადებულ ხინკალს შეხედავდა. სანდუას ესდ აწუხებდა, ამიტომ მიმავალ ლაშქარას მიაძახა:
_სად მიხვალ, სად?.. ეს რას ნიშნავს? _მაგრამ, როგორც ჩვენ დავინახეთ, დედას შვილისაგან არავითარი პასუხი არ მიუღია.
ამასობაში ლაშქარამ მთელი სოფელი დაირბინა, ამხანაგებს თავი მოუყარა, მწყემს ლომთან მივიდა, ლომს გაუკვირდა ლაშქარა რომ დაინახა ახალგაზრდა შეიარარებული მხედრების თანხლებით და შეესიტყვა:
_განა მე წეღან ვერ მიგიხვდი? რომ შენ ახალი თარეშისათვის ემზადებოდი?
_ლაპარაკის დრო არ არის, _უპასუხა ლაშქარამ, _სჯობს, თოფს ხელი მოჰკიდო, ცხენზე შეჯდე და გამომყვე.
_როცა ყველაფერი მზად იყო, ლაშქარამ ამხანაგებს მიმართა: _ გზაში გიამბობთ, სად და რისთვის მიმყავხართ; მაგრამ გაფრთხილებთ, რომ საქმე სახუმარო არ იქნება.
ახლა მხოლოდ ერთ რამესა გთხოვთ, არ იმრეროთ, არ იხუმროთ და ყველაფერში დამემორჩილეთ. მე თქვენი წინამძღოლი ვიქნები და სროლა არავინ დამასწროს; როდესაც ჩემი სროლა გაიგონოთ, თქვენც იმოქმედეთ, მაგრამ იმოქმედეთ ისე, რომ ქისტაურების სახელი არ შეარცხვინოთ!.. ახლა ვაჟკაცებო, გამომყევით! _და ლაშქარა ცხენს მოახტა, მას მიჰყვა ოცამდე ჯავშანში ჩამსხდარი ვაჟკაცი, ფრთხილათ დაეშვნენ მაღალი მთიდან ბილიკზე, რომელიც არაგვის ნაპირს მიჰყვება.
დაბნელდა.
იმ მთის კალტაზე რომელიც მდინარე არაგვს მათურხევის ღელეს აშორებს, მიმოფანტულია ფშაველთა სოფელ ხოშარას სიპი ქვისაგან ნაშენი თვალწარმტაცი კოშკები. ადგილ-ადგილ ეს კოშკები ერთმანეთს ებღაუჭებიან; ზედ სოფლის თავზე დგას ოთხკუთხი, ორსართულიანი ქოხი, იმავე ქვებით ნაგები და ჩალით დახურული, ქოხზე დახრილია რამდენიმე ტყემლის ხე.
გარედან ქოხი წარმოადგენს უფრო სიმაგრეს, საიდანაც ადვილად შეგიძლია ათასი თავდამსხმელი მოიგერიო, ვიდრე ადამიანის მუდმივსა და მოხერხებულ საცხოვრებელ ბინას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სახლს მხოლოდ ერთი კარი აქვს. ან, უკეთ რომ ვთქვათ, ხვრელი, იქიდან გამოდის კერის პატრონის კვამლიცა და პატრონიც. შედი ამ ხვრელში. როდესაც კვამლისაგან აცრემლებულ თვალებს ხელით მოიწმენდ და გარშემო მიმოიხედავ, თვალწინ წარმოგიდგება, სუფთად დაგვილი ოთახი. ქოხის ყველაზე ბნელ კუთხეში ხბორები წვანან, კედელთან აწყვია ოჯახის მთელი ჭურჭლეულობა, _რამდენიმე ქოთანი, ხის ჯამები და სხვადასხვა ზომის გეჯები, აქვეა პატარა, მოუკალავი, მაგრამ სუფთად გარეცხილი ქვაბები. იქვე რძიანი ქვაბი ჯაჭვზე კიდია, ქოხის შუა ცეცხლზე, რომელსაც მოხუცი პატრონი მისჯდომია.
კარის პირდაპირ ქოხის სინათლიან ადგილას, ახალგაზრდა ფშაველი ქალი ზის და წინდებს ქსოვს. მთიელი ქალიშვილი თითქოს რაღაც ფიქრებს შეუბყრია ქსოვს უგულოდ, სამუშაოს ხშირად თავს ანებებს და გარეთ გადის შესამოწმებლად, მზე მალე ჩავა თუ არაო, და ისევ ქოხში ბრუნდება ქსოვას ზანტად განაგრძობს, ან რა ქსოვის გული ექნება ქალიშვილს, რომელიც აუტანელ მოუთმენლობას მოუცავს. სადღესასწაულო ტანისსამოსი ამაოდ კი არ ჩაუცვამს. დასანანია, რომ ქალიშვილის ყელის იშვიათი სითეთრე საგულესა და ვერცხლის ჟღარუნა შიბს დაუფარავს, მაღალი შუბლი კი _P ფერად მანდილს, საიდანაც წაბლის ფერი თმები ჩამოშლოდა. ახალგაზრდა ფშაველი ქალიშვილის ვარდისფერი სახე და მწველი თვალები კი არაფრით არ არის დაფარული.
კერას მიმჯდარი მოხუცი ფაშაველისათვის ჩვეულებრივი საქმით არის გართული, ჩიბუხს აბოლებს და ხშირად იბუჭყება. უსიცოცხლო თვალები ცეცხლისათვის მიუპყრია, მაგრამ არაფერზე ფიქრობს.
გამიხარდი, _ასე ეძახიან მოხუცსს, _სულ ჭაღარაა, მისი სახე ნაოჭებს დაუფარავს. მის ასაკთან შედარებით უფრო მოხუცებულად გამოიყურება. ნაადრევმა დაქორწინებამ, შრომამ და ზრუნვამ გამიხარდი სრულიად გამოფიტა. ცოლის დაკარგვამ კი განსაკუთრებით მოტეხა, მხნეობა წაართვა. ეს უკანასკნელი მწუხარება თუმცა ცამეტი წლის წინათ განიცადა, მოხუცმა დღემდე გული ვერ მოიოხა, რადგან თავისი მეუღლე ძლიერ უყვარდა. კიდევ უფრო საკვირველი ის არის, რომ ცოლი არ შეურთავს, არც თავიდანვე ყოფილა ორცოლიანი (რაც ფშაველთა შორის ხშირად ხდება), მით უმეტეს, რომ ორი წლის გოგონა დარჩა. თუმცა გამიხარდი ღმერთს ხშირად ევედრებოდა, რომ ვაჟი ეჩუქებინა, მაგრამ ქალიშვილი რომ შეეძინა, მოხუცმა მშვიდად წარმოთქვა: `დიდება შენ, უფალო! განა ქალიშვილიც ღვთის წყალობა არ არის?!~
მართლაც, განა ქალი ფშავლის საუკეთესო თანაშემწე არა არის? განა ის არ ასრულებს ოჯახისა და მინდვრის ყველა სამუშაოს? მაგალითად, განა გამიხარდის ქალიშვილი, უკვე თპრმეტი წლის ასაკიდან, მამის მარჯვენა ხელი არ იყო?
გამიხარდი რომელმაც იცოდა და აფასებდა ფშაველ ქალთა ამ ღირსებებს, არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო ისეთი ქალიშვილით, რომელსაც ყველაფერი ემარჯვებოდა, ამასთან ლამაზიც იყო.
_გამიგონე, მერცხალავ! _მიმართა გამიხარდიმ ქალიშვილს, _რატომ მორთულხარ ასეთიი ტანისამოსით!.. მგონი, ჩვენთან სოფელში არც ქორწილია, არც რაიმე დღესასწაული.
_მართალია, მამაჩემო, მაგრამ ახალი ტანისამოსი იმიტომ ჩავიცვი, რომ ძველი სამოსი დღეს გავრეცხე.
მერცხალას ამჯერად სიმართლე არ უთქვამს და შეიძლება პირველად თავის სიცოცხლეში მშობელს ტყუილს ეუბნებოდა. მერცხალას ვერ გაებედა მამისათვის სიმართლე ეთქვა. საქმე ის იყო, რომ გუშინ ლაშქარა ინახულა. ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ გარეთ, მთაზე, სრულიად შემთხვევით.
მერცხალამ არ იცოდა ლაშქარას მოსვლის შესახებ, ორივე მეტად უკმაყოფილო იყო ერთმანეთით. და აი, გუშინ მათ შორის როგორი საუბარი გაიმართა:
_გამიგონე, მერცხალავ! _ეუბნებოდა ლაშქარა, _მე აქ შენს სანახავად მოვედი. დღეს ჩვენს შორის ყველაფერი უნდა გათავდეს!.. მე ვიცოდი, რომ ზოგიერთი ქალი ეშმაკს მეგობრობს, მაგრამ ის კი არ ვიცოდი, რომ შენც მათ რიცხვს ეკუთვნოდი. ამ სიტყვების გაგონებაზე მერცხალას თვალები აენთო, სახეზე ფერი მოუვიდა და განრისხებულმა ღირსეულად უპასუხა:
_მე ვიცოდი, რომ მამაკაცები მოღალატენი არიან, მაგრამ ის კი არ ვიცოდი, რომ შენისთანა მოღალატე არავინ ყოფილა.
_ ეს პასუხი კი არ არის, არამედ საყვედური... მხოლოდ არ ვიცი რას მისაყვედურებ?
_არ იცი?.. უსირცხვილო!..
თოფს რატომღა ატარებ? თავზე ლეჩაქი უნდა გეხუროს და წინდებს ქსოვდე! მატყუარავ! მომატყუე, მე, ობოლი... ჩემი გული დასჭერ... შემიყვარდი... შენ კი არა, არამედ სხვა ლაშქარა... შენ ის ლაშქარა აღარა ხარ... ის იყო მართალი, პატიოსანი! შენ კი? შენ დასცინე ჩემს სიყვარულს და ახლა მე ყველა დამცინებს!... ოჰ, დედაჩემო! * _ და მერცხალა ატირდა.
_ მომისმინე, ჩემო შურთხო!..
შენ ვერ მომატყუებ. _თქვა მწუხარედ ლაშქარამ...
_ვაი, ლაშარის ჯვარის ხატო!... მეშენ გატყუებ? ღმერთი არა გწამს1 შე უსირცხვილო! ცოლად სხვა შეირტე და ჩემტან მოდიხარ რომ დამცინო!..
მერცხალას ამ უკანასკნელი სიტყვებით საგონებელში ჩავარდნილმა ლაშქარამ ტავის შეყვარებულს უთხრა:
_ მე შევირთე ცოლი?! ვინ?... მერედა ასეთი ტყუილი ვინ გიტხრა? გულთამზე არ არის ისეთი ქალი, რომ ტყუილი თქვას.
აქ მერცხალა ისევ ცრემლად დაიღვარა.
_შარს ნუ მიგონებ, _ უპასუხა ლაშქარამ. _ ამით ვერ მომატყუებ, მაგრამ, თუ შენ გითხრეს, რომ ცოლს ვირთავ ეს მარტალია.
_მართალია?! _ წამოიძახა მერცხალამ სასოწარკვეთილებით.
_მერე შენ რა გაწუხებს? რასაკვირელია ცოლს შევირთავ!.. მხოლოდ ვის და როდის ეს არ ვიცი.
_ როგორ არ იცი?...
მაშ ჯერ შენ ცოლი არ შეგირთავს?... სხვისთვის სიტყვა არ მიგიცია?
_რასაკვირველია არა.
_დაიფიცე.
_ ვფიცავ მამაჩემის საფლავს, რომ ცოლად შერთვის ფიცი არავისტვის მიმიცია!... დავიფიცე, რომ ჩემი ართგულება დაგიმტკიცო შენ. შენ არავის სიყვარულის ღირსი არა ხარ! შენ ხარ მოღალატე!.. თქვენი თემი ეძებდა ჩემს სისხლს დამ ას შენ დაასწარი: შენ დალიე ჩემი სისხლი. მშვიდობით და წყეულიც იყავ თამარ მეფისაგან!..
აქ ლაშქარა მობრუნდა და წასვლა დააპირა. მერცხალა მიხვდა, გულთამზევ მომატყუაო, ლაშქარას სიტყვებმა დაარწმუნეს, რომ მისი გული სხვა არავის არ ეკუთვნოდა, მუდარით დაილაპარაკა:
_მაპატიე, ლაშქარავ! მომატყუეს..
მე ვფიქრობდი....
_მოგატყუეს? _ სიტყვა გააწყვეტინა და მკაცრად თქვა ლაშქარამ, _ ძნელია მატყარას მოტყუება!.. მშვიდობით!...
_ დაიცადე ლაშქარა!... ღვთის გულისათვის!... ლაშქარა შეჩერდა.
_ რა მოგატყუე? _ ჰკითხა მერცხალამ, _ რა, რა? მითხარი!...
_ თავი დამანებე, უნდა წავიდე!...
_ლაშქარავ, მე არაფერი დამიშავებია! დედაჩემის საფლავს ვფიცავარ...
და მერცხალამ ლაშქარას ჩოხის კალთას ხელი სტაცა.
_ უსირცხვილო, გამეცალე! თავი დამანებე! _ დაიძახა ლაშქარამ და მერცხალა ხელისკვრით მოიშორა.
აქ მერცხალამ ტავი ასწია და ამაყად უთხრა:
_აჰ მაშ შენ არ გინდა ჩემ ფიცის ერწმუნო?! გამეცალე! უფსკრულში ჩაინთქე... მეხავრები! უსიცრხვილოდ მომატყუე და შენვე მიწოდებ მატყუარას?
_ აბა, თქვენში რას ეძახიან ისეტ ქალებს, რომლებსაც სიტყვას ერტს აძლევენ და სხვაზე თხოვდებიან?...
_ვინ თხოვდება, სხვაზე, უნამუსო!...
_ ამის ჩამდენი სხვა მეტი ვინ იქნება შენს გარდა?
_მე?!
_დიახ!
_ ცილს ვინა მწამებს?...
ეს ვინ გითხრა?
_ თქვენმა კეტილმა გულთამზემ.
_ გულთამზემ?! იმან ვინც მე მითხრა, რომ შენ სხვა შეირთე?!
_ დიახ, მე ვთქვი, მე!. _ წამოიძახა გულთამზემ, რომელიც შეშინებულ და გაოცებულ შეყვარებულთა წინ ჩადგა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო.
ახალგაზრდები ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს, გულთამზეს ეკითხებოდნენ:
_ შენ უთხარი მერცხალას?
_ შენ უთხარი ლაშქარას?
_ დიახ, მე გითხარით ორივეს, უპასუხა მან._ მე გითხარით იმიტომ რომ შეგეწყვიტათ ეს საშიში შეხვედრები, სანამ საგვარეულო სისხლის აღებას ბოლო არ მოესპობოდა.
_ ოჰ, კეთილო გულტამზემ! _ წარმოთქვა მერცხალამ.
_ ახლა მივხვდი! _ ჩაილაპარაკა ლაშქარამ.
_ აი ხომ ხედავთ ბრიყვებო,! _ განაგრძობდა გულთამზე. _ საკუთარი შვილებივით რომ არ მიყვარდეთ, თქვენი ბედი რომ არ მაწუხებდეს, შეყვარებულთა საქმეში ჩარევა, აბა, რა ჩემი საქმეა?. მაგრამ ვფიქრობდი: ლაშქარას და მერცხალას ერთმანეთი უყვართ მათი შეხვედრა შეიძლება ვინმემ შენიშნოს და ახლანდელი მდგომარეობაში საწყალი ობლები სისხლის აღების მსხვერპლები გახდნენ-მეთქი. და აი, ეს პაემანები რომ ჩამეშალა, თქვენდა სასიკეთოდ მივმართე ხერხს, რომელიც კინაღამ თქვენი განშორების მიზეზი გახდა... კარგია რომ თქვენს საუბარს ყური მოვკარი!
_ ოჰ, გულთამზევ! _ თქვა მერცხალამ და გულში ჩაიკრა მოხუცი ქალი. _ შენმა სიტყვემა გული გამიკურნეს...
კინაღამ შევიშალე! ლაშქარას მიმართა:
_ გაიმეორე, ლაშქარვ სიყვარულის სიტყვები... ჩემი ეჭვების გასაფანტად...
_ შენ კიდევ არა გჯერა?!_ ჰკითხა ლაშქარამ მერცხალას ოდნავ ნაწყენმა.
გულთამზის სიტყებმა ეჭვებს საფუძველი გამოაცალა., მაგრამ მას, როგორც ბავშვს სურდა მოესმინა დამარწმუნებელი კიდევ უფრო დამამშვიდებელი სიტყვები.
_ არა, ლაშქარავ, აღარ ვეჭვობ, _ უპასუხა, მან, მაგრამ ჩემი გული რომ დამშვიდდეს, რომ შემეძლოს შენი სიყვარულით ვიამაყო...
_ როგორ? ჩემგან განა ფიცს ითხოვ?!
ზემოთ იყო ნათქვამი, რომ შეყვარებული მთიელი ქალის გული ლაშქარას სიყვარულში უკვე დაეჭვდა. ამიტომ მერცხალამ უპასუხა.
_ ჰო, ლაშქარავ, დაიფიცე. რომ არ მიღალატებ... თამარ მეფე დაიფიცე.
ლაშქარა ჩაფიქრდა, მაგრამ პასუხი არ დააგვიანა.
_ მისმინე, მერცხალავ! _ თქვა მან, _ შენ ჩემგან ფიცს ითხოვ?... მაშინ მეც მოვითხოვ შენგან ფიცს.
_ დაიფიცე, მეც დავიფიცებ! _ წარმოთქვა მერცხალამ.
ლაშქარამ დაიჩოქა.
ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაისახა და გატაცებით წარმოსთქვა:
_ უფალო, ცისა დამ იწის შემოქმედო!.. იყავ გულთამხილავი!.. ვფიცავ წმინდა გიორგის, თამარ მეფეს, კოპალას, დიდ-ბატონსა და ანგელოზებს, რომ მიყვარს მერცხალა! თუ მისთვის მიღალატია, ან ვღალატობ ან ოდესმე მიღალატია, ვიქნე შერისხული ლაშქარას ჯვრის ხატის** მიერ!.. დაე, მტრის ტყვიამ გული გამიგმიროს. დაე, ბრძოლაში ხმალი გამიტყდეს და ტოფმა მიმტყუნოს; დაე, ქარიშხალმა მთებში მომისწროს და ზვავმა ქვეშ ჩამიტანოს. დაე, ჩემმა ცხენმა ღრმა და სწრაფ მდინარეში წაიბორძიკოს; დაე, მამაჩემის საფლავი მხეცებმა გამითხაროს; დაე, ქალთა ჭორმა გამაშავოს!
აქ ლაშქარა წამოდგა, კმაყოფილმა მერცხალამ გაიღიმა, მუხლი მოიყარა და დაიწყო:
_მოგიწოდებთ თქვენ ჩვენო წმინდა ხატებო... თუ მე ლაშქარას ვღალატობდი მომკალით!...
თუ მას ვღალატობ, წყეულიმც ვიყო მშობელი მამისგან, დაე, ჩემი მომავალი შვილები საკუთარი კბილებივით დავგლიჯო!... დაე, ვიყო მოვალე _ საიქიოს პასუხი მივცე ლაშქარას და არ ვიქნე იქ ღირსი ჩემი დედ-მამის ხილვისა!.
მერცხალა ადგა. ლაშქარა მიუახლოვდა, აკოცა და უთხრა:
_ აბა, ახლა ხომ დამშვიდდი?
_ დამშვიდებული ვარ, დამშვიდებული, _ უპასუხა მთიელმა ქალმა და გაწითლდა.
_ შენა?
_ მე არა ვარ დამშვიდებული, უპასუხა ლაშქარამ.
_ რატომ? _ ჰკითხა გაკვირვებულმა მერცხალამ...
_ რატომ? _ ჰკიტხა გაკვირვებულმა მერცხალამ...
_ იმიტომ, რომ ჩვენი შეხვედრები, როგორხ გულთამზემ ტქვა საშიში ყოფილა; შენგან შორს ყოფნა ჩემტვის ყოველგვარ წამებაზე უფრო აუტანელია და ყოველ სნეულებაზე უფრო მტკინვეული.
_ მაშ როგორ მოვიქცეთ?
_ სწორედ არ ვიცი! _ უპასუხა ლაშქარამ. _ სასოწარკვეთილება მიპყრობს.
აქამდე გულთამზე ჩუმად იყო, ხან ტუჩები ეღიმებოდა, ხან მისი სახე სინანულს გამოხატავდა იმისდა მიხედვით, თუ ახალგაზრდების სიტყვები მასზე რა შთაბეჭდილებას ახდენდა, მაგრამ ლაშქარას უკანასკნელი პასუხის შემდეგ გულთამზემ ასე მიმართა:
_ გამიგონე, ჩემო შვილო ტირილი და წუწუნი ვაჟკაცს არ შეშვენის, იმედის დაკარგვა კიდევ უფრო სასირცხვილოა. არის ერთი და ნამდვილი საშვალება: მოდი და ართ ღამეს შეკაზმული ცხენით მერცხალა მოიტაცე... იგი ხომ ამის წინააღმდეგი არ არის? საქმეც ამით გათავდება!
_ აბა, რას იტყვი ამაზე, მერცხალავ,_ ჰკითხა ლაშქარამ ქალიშვილს.
_რას ვიტყვი? _ უპასუხა მერცხალამ, _ შენთან და შენთვის ყველაფერზე თანახმა ვარ.
აქ ამათ გადაწყვიტეს, რომ ლაშქარა ხვალ საღამოს მოვიდოდა მერცხალას წასაყვანად და ეს საღამო იყო სწორედ ის, რომელსაც სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილი მერცხალა მოუთმენლად მოელოდა.
მისმა მორთულობამ მოხუცი მამის ყურადღება მიიქცია.
_ ჩემო შვილო, ახალ ტანისამოსს უნდა გაუფრთხილდე, _ ისევ მიმართა გამიხარდიმ მერცხალას.
_ იგი ქორწილისთვის უნდა შეინახო.
_ ჩემი ქორწილი აღარ იქნება, მამაჩემო, _ უპასუხა ქალიშვილმა, _ჩემი ქორწილი საიქიოს იქნება... თუ ბედად არ მიწერია, რომ ლაშქარას გავყვე, ჩემი ქორწილიც აღარ იქნება... სხვას აღარ გავყვები.
_ ლაშქარა ქისტაურების თემიდან არის _ უთხრა მოხუცმა. _ ლაშქარა კარგი ბიჭია. მე იგი შემიყვარდა... დაიცადე, საგვარეულო, საქმე გათავდება, მერე კი გაჰყვები ლაშქარას.
_ მეც აკი ვიცდი მამაჩემო.
მხოლოდ მერცხალა უცდიდა არა დაუსრულებელ საგვარეულო საქმეთა დასასრულს, არამედ ლაშქარასთან დღევანდელ შეხვედრას.
მაგრამ ლაშქარა დანიშნულ დროზე არ მოდიოდა. დიდი ხანია უკვე შებინდდა, საღამოს ნაწილიც გაფრინდა; სოფელში ყველაფერი მიწყნარდა, ფხიზელი ძაღლების გარდდა. ლაშქარა კი კვლავ არა ჩანდა გამიხარდისაც კი მოწყინდა ჩიბუხის წევა და მოხუცს მხოლოდ ჩვეულებისამებრ ჰქონდა ჩიბუხი პირში გაჩრილი, მბჟუტავ ცეცხლის პირას იჯდა ნახევრად თვალდახუჭული. მერცხალას მოთმინება არა ჰყოფნიდა და მის აღშფოთებულ გონებაში ირეოდა ათასნაირი ფიქრი. ერთიმეორეზე უფრო შავბნელი და განუხორციელებილი... უეცრად ჩუმად კარი გაიღო და ზღრუბლზე ლაშქარა გამოჩნდა. მერცხალა შეკრთა.
შიში და იმედი მწველი ალივით შემოენთო: ეს მოსვლა წყვეტდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. მერცხალა იმდენად არა თავის თავისთვის შიშობდა, რამდენადაც ლაშქარასათვის. ლაშქარამ სიბნელით ისარგებლა, მშვიდობით მიაღწია ქოხის სულ ბოლო კუთხემდე. მოხუც გამიხადრის იგი ა შეუნშნავს.
მერცხალა ლაშქარასთან მივიდა, ხელზე ხელი მოჰკიდა და ჩასჩურჩულა:
_ ლაშქარავ!... მეშინია... ხბორებთან ახლოს დაჯექ.
_ რატომ არ გამოხვედი ხეებტან?..
გელოდე და ბოლოს აქ მოსვლა გადავწყვიტე.
_ დამავიწყდა მეთქვა, რომ მამაჩემი შებინდების მერე სახლიდან არავითარი საბაბით არ მიშვებს, და თუ მეზობელთან გამიშვა თვითონვე გამაცილებს... მას შემდეგ ეშინიან, რაც შენ ჩვენი სოფლიდან წახვედი.
_ მისი სიფრთხილე არ ყოფილა უსაფუძვლო. ალბათ ახალგაზრდობაში მამაშენსაც ჰქონია ასეთი შემთხვევა?
_ არ ვიცი_ უპასუხა მერცხალამ_მხოლოდ ძალიან კი მითვალთვალებს. აი ახლაც სურდა გაეგო ახლა ტანისამოსში რად გამოვეწყვე.
_რად გამოეწყვე, როდესაც ძველ ტანისამოსშიც კარგი ხარ? _ თქვა ლაშქარამ და მერცხალას ხელი მოჰხვია. _ _ მაგრამ გვეყოფა ლაქლაქი დროა საქმეს შევუდგეტ...
ლაშქარას და მერცხალას მალულად სურდათ ქოხიდან გასვლა... მაგრამ ლაშქარა სიბნელეში ჩამოკიდებულ საცერს მოედო; აცერი მძინარე ხბოს დაიეცა ; ხბომ დაიბღალვა, საცერი კი ცეცხლისკენ გაგორდა.
სულგაკმენდილი მერცხალა ლაშქარას მიეკრო.
შეშინებული გამიხარდი წამოხტა.
_მერცხალავ!... ჰა, მერცხალავ! _ დაიყვირა მოხუცმა.
მაგრამ მერცხალა ხმას არ იღებდა.
_მერცხალავ!.. გძინავს?.. ნახე მგონი კატა ყაღს* მისწვდა.
მერცხალა მაინც დადუმდა, სურდა მამა დაერწმუნებინა, რომ ღრმა ძილში იყო. მაშინ გამიხადრიმ თვითონ აიღო საცერი და ცეცხლი გააღვივა, რათა არაფერს დასჯახებოდა. არყის ხის ხმელი ტოტები აპრიალდა, აალდა და ქოხი კარგად გაანათა. აქ მოხუცმა ერთმანეთს მიკრული ახალგაზრდები დაინახა...
ნაცნობი სახეები იყო...
_მერცხალავ! ეს რას ნიშნავს? _ დაიღრიალა მოხუცმა. _ ლაშქარა, ქისტაური ჩემს სახლში?.. ოი, წმინდაო გიორგი!
და ამ წამოძახილისთანავე მოხუცმა, ბევრი არ უფიქრია, კედელთან მიირბინა და ლურსმანზე ჩამოკიდებული ტოფი აიღო, ლაშქარას დაუმიზნა.
მერცხალამ იკივლა და ლაშქარას ჩამოეფარა, დაიკვნესა მუდარით:
_მამა, მამაჩემო! მე მომკალ, მაგრამ ლაშქარას ხელს ნუ ახლებ!
_მოეცალე, უსირცხვილო_დაიგრგვინა გამიხადრიმ.
_მამაჩემო! მე ვარ დამნაშავე და არა ის... _ განაგრძობდა მერცხალა და თან ლაშქარას ეფარებოდა.
_აჰ!.. შენა ხარ დამნაშავე? არ გინდა ჩამოეცალო?
სროლა გაისმა. მერცხალა მოცელილი ყვავილივით დაეცა ლაშქარას ფეხთით.
მას, კი ლაშქარას, ამ გულად ვაჟკაცს არ ეყო გამბედაობა, ხმალი ეშიშვლა მერცხალას ამ უეცარმა სიკვდილმა ყოველივე მოსაზრება წაართვა; ხელები დაუშვა და, როგორც მვდარი, თავს დასდგომოდა მერცხალას, პირქუში თავზარდაცემული. მერცხალა უკვე ხმას არ იღებდა...
მხოლოდ მშვენიერ Mმთიელი ქალის ტუჩებზე აღბეჭდილიყო სიყვარულის უკანასნელი ღიმილი.
ამასობაში გამიხარდი სახლიდან გამოვარდა და მეზობლებს დაუწყო ძახილი:
_გაბიდოურებო! გაბიდოურებო! _ ყვიროდა გაცოფებული, ჩემს სახლში ქისტაურია!.. შემოკრბით, შემოკრბით, ვაჟკაცნო!... სიკვდილი, სიკვდილი ჩვენს მტერს!
მთელმა სოფელმა მიირბინა გამიხარდის სახლთან.
ლაშქარამ დაინახა რომ აქედან წასვლა მისთვის ძნელი იქნეოდა, თან ფიქრობდა: რისთვის ან სად უნდა წასულიყო?... ,,ყველაფერი დავკარგე; მერცხალას სიკვდილის შემდეგ რაღად მინდა სიცოცხლე!.. მაგრამ ჩემს სიცოცხლეს გაბიდოურებს იოლად არ დავუთმობ!... შურს ვიძიებ ჩემთვისაც, და მერცხალასთვისაც!
აქ ლაშქარამ ხმალი იშიშვლა და გასწია გამიხარდის სახლის გარშემო შეკრებილ გაბიდოურებთან შესახვედრად.
დაჟრილი ლომივით იბრძოდა, და ბოლოს მრავალი ტყვიით დაცხრილული გმირულად დაეცა.
ლაშქარას ამხანაგებმაც, სროლა რომ გაიგონეს მოიჭრნენ უთანასწორო ბრძოლის ადგილას; ხოცვა-ჟლეტა საერთო გახდა საშინელ განადგურებას გამოიწვევდა რომ საქმეში არ ჩარეულიყვნენ ქალები.
ისინი, ჩვეულებისამებრ, მიიჭრნენ მამაკაცებტან, დაუჩოქეს, მოიხადეს მანდილები და ეუბნებოდნენ: _გმირებო, გემუდარებით!.. გაშორდით ერთმანეტს... საკმაო სისხლი დაიღვარა.
როგორ ფიქრობთ?
სუსტ შემრიგებელთა სიტყვებმა გამხეცებულ ხალხზე საკეთილო გავლენა იქონია. სისხლისმღვრელი ჩხუბით დაქანცულნი ერთმანეთს გაშორდნენ.
შეურაცყოფისთვის შური იძიეს, შეორაცყოფა ჩამოირეცხეს სისხლით, რომელიც სისხლისთვის დაიღვარა.
ეს საკმარისი იყო ორი გვარის მტრობის დასაცხრობად: ისინი შერიგდნენ, მაგრამ სისხლიან ცრურწმენას შეეწირა მერცხალა, ლაშქარა და ბევრი კარგი მთიელი ახალგაზრდა. მოხუცები მხოლოდ დაიჭრნენ.
მეორე დღეს ხალხი დამშვიდდა და ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მხოლოდ ფშავლებს ერთგვარი ფუსფუსი ემჩნეოდათ. ისინი მოკლულებს მარხავდნენ და ამ შემთხვევის გამო მათი თემები ხოშარაში შეიკრიბნენ.
ერთმანეტს მეგობრულად ეპყრობოდნენ.
თითქოს არასოდეს მათ შორის არავითარი მტრობა არ ყოფილიყოს. ქალები გაჰკიოდნენ, დასტიროდნენ მიცვალებულებს; მოხუცები ლუდს სვამდნენ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად. მარტო გამიხარდი არ იღებდა არაფერში მონაწილეობას. იგი ხალხისგან მოშორებით იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა. როდესაც ყველა წავიდ-წამოვიდა გამიხარდიმ შინისკენ გასწია, კედლიდან ტოფი ჩამოიღო და ქოხიდან გავიდა. მოხუცი ჯერ მშობლიური ბინის კართან შეჩერდა, ჩაფიქრდა და ტოფი კედელს მიახეთქა: ლულას კონდახი მოძვრა და ნამსხვრევებად მიმოიფანტა.
შემდეგ გამიხარდი ისევ შებრუნდა ქოხში, ვეებერტელა მწყემსის კომბლით შეიარაღდა, სამუდამოდ მიატოვა თავისი კერა და მშვიდად დაიწყო ასვლა მეზობელ მთაზე...
გამიხარდის სახლი დარჩა მერცხალას საყვარელი რუხი კატისა და ხბორების გაკარგულებაში.
მეტი ვერაფერი გავიგე ხოშარაში ჩემი ღამის სათევის მოხუცი სტუმრისაგან, ცხადია იმ გულტამზისაგან, რომელიც მოთხრობილ ამბავში უბედურ ფშაველ შეყვარებულთა კეტილისმყოფელი მფარველის როლს ასრულებდა. მაგრამ მახსოვს, ჩვენ კიდევ განვაგრძობდით.
ხანმოკლე დუმილის შემდეგ ვკითხე მას:
_ მაშ ის მოხუცი, რომელსაც ბეჩავს ეძახიან, სწორედ ის არის... არა?
_სწორედ ის გახლავთ _ გამიხარდი _ მიპასუხა დედაბერმა.
_მერცხალას მამა?
_დიახ!..
_მერედა, რატომ დადის თავისუფლად თუ იგი მკვლელია?
_აბა რა უნდა უყონ ჭკუიდან შეშლილს?
_აჰ! ჭკუიდან შეშლილა? საწყალი!... რატომღა აძევებთ?.
_იმიტომ რომ მას უბედურება მოაქვს.
_არა დედილო რა უბედურების მოტან შეუძლია საწყალ მოხუცს?
_ნუ ამბობ!, ჩემო შვილო! ჩვენ ეს დაცდილი გვაქვს, როგორღაც კი კონკიაჟღარუნა ჩვენს სოფელში გამოჩნდება, ყოველთვის რაღაც უბედურება მოხდება. პირველად სახლი დაეწვა მეზობელს; მეორედ მგელმა ოცამდე ცხვარი დაგლიჯა, მესამეჯერ მოუსავლიანობა იყო; მეოთხეჯერ _ ყვავილ-ბატონები დაერია მთელ თემს და ბევრი ბავშვი დაგვიხოცა; მეხუთეჯერ... ყველას ხომ ვერ ჩამოვთვლი!
დედაბერი დაუზარელად ჩამოთვლიდა სხვადასხვა უბედურებას, რომელთა მიზეზად ბეჩავს მიიჩნევდა. ის ისე იყო დარწმუნებული ამაში, რომ მის გადარწმუნებას ვერავინ შეძლებდა.
_რასა ჭამს საწყალი ბერიკაცი თუ მას ახლოს არავინ იკარებს? _ ვკითხე მე.
_რასა ჭამს? მწყემსები როგორც კი დაინახავენ, მოშOრებით პურს დაუგდებენ, კონკიაჟღარუნა აიღებს, ზოგჯერ კი ჩაუვლის და პურს ხელს არ ახლებს.
დაიჯერებ თუ არა: მწყემსებს უნახავთ, რომ მოხუცი მინდორში როგორ აგროვებდა ძვლებს და ხრავდა მათ!.
გულთამზის სიტყვებმა ამათრთოლა. ერთი წუთით დავდუმდი, მერე მოხუც ქალს მივმართე:
_ რატომ არ წაიყვანთ და სოფელში ამ ბეჩავს არ ჩაჰკეტავთ რომელიმე ქოხმახში და არ აჭმევთ მას?
_ თავზე უბედურება დავიტეხოთ?... არა, ჩემო შვილო მაშინ ჩვენც კოკიჟღარუნასავით ვივლიდით.
როგორც ჩანს დედაბერს სხვანაირად აზროვნება არ შეეძლო: იგი იზიარებდა ტავის მეზობელთა შეხედულებას, თუმცა მათ კაცთმოძულეობას ვერ ვუსაყვედურებდით.
_რაღა მოუვიდა სანდურას? _ ვკითხე მე.
_ის, რაც მამაჩემს და პაპაჩემს მოუვიდა.
_მოკვდა?
_უნდა მომკვდარიყო აბა რა..! მე მის ადგილას ოცდაათჯერ მოვკვდებოდი!
_ალბათ დარდისგან?_შევნიშნე მე.
_რასაკვირველია, არა სიხარულისგან საწყალი სანდუა... ადამიანივიტ მაინც მომკვდარიყო!
_რა სიკვდილს ეძახი დედილო, არაადამიანურს?!
_სანდუა მოკვდა შარაგზაზე როგორც კვდება ქანცგაწყვეტილი პირუტყვი, მახმარების აღმოუჩენლათ, სიცივეში და, შეიძლება, შიმშილისგანაც!.. აი, ამას ვუწოდებ არაადამიანურ სიკვდილს.
_სად მიდიოდა?
_მას წასასვლელი გზა არსად ჰქონდა, მაგრამ გამოიძახეს!.. აი, როგორი შემთხვევა იყო: სანდუა დააპატიმრეს..
_როგორ?
აი ასე! თითქოს მერცხალასა და ლაშქარას სიკვდილში ბრალი მას ედებოდა...გესმით? ლაშქარას მოკვლაში ბრალი დასდეს სანდუას, დედას რომლისთვისაც შვილი ორთავ თვალზე უფრო ძვირფასი იყო! დედას, რომელსაც არაგვში გადავარდნა უნდოდა შვილის სიკვდილი რომ გაიგო, ხორცსა და თმებს იგლეჯდა, ფრჩხილებით სახე დაეკაწრა, დამახინჯდა...
_მერე რა მოხდა?.
_გაასამართლეს და, უდანაშაულოდ რომ ცნეს, რასაკვირველია გაათავისუფლეს.
შემოდგომა იყო: დედაბერი შინ მარტო ცოცხალ მკვდარი მიდიოდა, ფშავამდე ვეღარ მიაღწია, გზაზე ნახეს მკვდარი.
აქ გულთამზე ადგა, აცრემლებულ ტვალებს იწმენდდა, წასვლას აპირებდა, მაგრამ უეცრად ისევ აურზაური ატეხა ჩემთვის სრულიად მოულოდნელად.
_ ოფ, ვაი ჩემს თავს! _ წამოიძახა მან. _ დავიღუპეთ, დავიღუპეთ!... ოფ ბეჩავო!.. ამაოდ კი არ მოსულხარ აქ!
_ რა მოხდა?.. რა დაგემართა, გულთამზევ? _ ვკითხე გაოცებულმა.
_შეხედე ჩემო შვილო შეხედე დავიღუპეთ! _ და მიმითითა მთაზე, რომელსაც ასდიოდა შავი, სქელი კვამლი. ფშაველთა თივის ზვინები იწვოდა.
_ვის შეეძლო თივისთვის ცეცხლის გაჩენა?
_ ჩვენს კეთილ მეზობლებს: ხევსურებს ან ქისტებს!.
_ ნუ დარდობ გულთამზევ! მთავრობა დამნაშავეს დასჯის, თუე ს ნამდვილად თივა იწვის.?
_ ვხედავ კვამლს!.. მაგრამ, შეიძლება, ცეცხლი შამბნარს მოედო.
დედაბერი დამშვიდდა.
_წავალ, იქნება რაიმე გავიგო, _ თქვა და სწრაფად სოფლისკენ გაეშურა. ათიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, ერთხელ კიდევ დაბრუნდა და მითხრა”
_ ცოტას გაწყდა, არ დამავიწყდა... შენ არ დაივიწყო ჩემი შვილის იასაულად ჩაწერა... უთხარი უფროსასც, ის კურთხეული შინ რას უზის, ერთხელ ჩვენსკენაც შემოიხედოს, გაიგოს, რა ხდება ჩვენში, რა ამბავია!..
დასასრული.