Litclub.ge

ქართულ–სომხური ურთიერთობების ისტორიიდან
რუსეთის ხელისუფალნი ძველთაგანვე იყენებდნენ სომხებს არა მარტო კავკასიაში თავიანთი პოლიტიკის იარაღად, არამედ ოსმალეთის იმპერიასთან კონფლიქტების პერიოდში თურქთა წინააღმდეგობისათვის ზურგის მოსაშლელად და ოსმალეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქაოსისა და შფოთის დასათესად, ამარაგებდნენ მათ იარაღითა თუ სხვა მატერიალური სახსრებით [1]. ანალოგიური პოლიტიკის გასატარებლად, უკვე რუსეთის წინააღმდეგ, მათსავე გამოყენებას ცდილობდნენ ოსმალური (და არა  მარტო ოსმალური – უ.ო.) სახელმწიფოს მესვეურნიც. ყოველივე ეს კარგად აისახა იმ დროინდელ საარქივო დოკუმენტურ მასალებში. მაგალითად, კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის უფროსისადმი პოდპოლკოვნიკ ფრეზეს მიერ გაგზავნილ მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ არსებობს ეჭვი „...რუსეთის ხელისუფლება მონაწილეობდა იმ სომხური ბანდების ჩამოყალიბების ორგანიზებაში, რომლებიც ჩვენი მიდამოებიდან (რუსეთის საზღვრებიდან – უ.ო.) თურქეთში შეიჭრნენ ამა წლის (1903 წ.) სექტემბრის მეორე ნახევრიდან...“ [2].
ზემოთ აღნიშნული სომხური ბანდების ოსმალეთის ტერიტორიაზე შეჭრისა და მისი საქმიანობის შედარებით ვრცელი ანალიზია მოცემული იმავე ფრეზეს სხვა მოხსენებაში, სადაც ის წერს: „... ჩვენი მიდამოებიდან თურქეთში სომეხი რევოლუციონერების რამდენიმე ბანდის შეჭრის და მათი თურქულ ნაწილებთან შეტაკების შესახებ... ამავე საკითხზე მოხსენებიდან ჩანს, რომ ხსენებულმა რევოლუციონერებმა მიზნად დაისახეს უკმაყოფილება დათესონ რუსეთისა და თურქეთის ხელისუფალთა შორის. ამიტომაც სომეხი აგიტატორები ცდილობენ დაარწმუნონ ერზრუმის ვილაეთის მოსახლეობა იმაში, რომ თითქოსდა ფიდაის ბანდები ყალიბდება და იარაღდება რუსეთის სახაზინო იარაღით კავკასიის მთავარმმართებლის მითითებით, რომ ამ ბანდებში გაერთიანებული არიან რუსი სალდათები და კაზაკები, მათ კი მეთაურობენ რუსი ოფიცრები. ბანდის წევრებზე გაცემული ყველა იარაღი არის ჩვენს შეიარაღებაში არსებულ სახეობისა. თურქებთან შეტაკებისას რუსულად გაცემულმა ბრძანებებმა და განსაკუთრებით  ფიდაების მიერ ჩვენი სამხედრო ფორმის ტარებამ სრულად დაარწმუნა თურქები ზემოთ მოყვანილი გამონაგონის სიმართლეში და... ერზრუმის ვილაეთის მუსლიმანურ მოსახლეობაში აღძრა ძლიერი სიძულვილი რუსების მიმართ“. ამიტომაც „...გენერალ–აუდიუტანტმა თავადმა გოლიცინმა... სთხოვა ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველ სკრიაბინს, მისი სახელით გადაეცა ერზრუმის ვალისათვის, რომ არცერთი რუსი ჯარისკაცი არ იმყოფებოდა და არც შეიძლებოდა  ყოფილიყო თურქეთის საზღვრებში შეჭრილი ბანდების შემადგენლობაში; რომ ეს ბანდები შედგებოდა თურქეთიდან გადმოსული სომხებისაგან, რომელთა უკან მიღებაზე ყოველთვის უარს ამბობს თურქეთის ხელისუფლება. რომ ამგვარი ბანდების თვითნებური გადასვლები არასდროს დაიშვებოდა და არც დაიშვება... ამ ბოროტგანზრახულ სომხურ გამონაგონში არაფერია სიმართლის მსგავსი და ამგვარი ქმედება ჩადენილია სომეხი რევოლუციონერების მიერ მხოლოდ იმ მიზნით, რომ არეულობა და შფოთი შეიტანონ რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფოთა მშვიდობიან და მეგობრულ ურთიერთობებში...“ [3] მაგრამ თუ რა მეგობრულ ურთიერთობებთან გვაქვს საქმე, ეს კარგად ჩანს კავკასიის სამხარეო სამხედრო შტაბის 1903 წლის 11 დეკემბრის მოხსენებიდან კავკასიის სამოქალაქო ნაწილის კანცელარიის დირექტორისადმი, რომელშიც ნათქვამია: „ ...სომხებს შორის შემარიგებელი პროპაგანდის გვერდით, თურქეთის მთავრობამ, ამავე სომხების პატრიარქისა და როგორც ყველა ირწმუნება, ეჩმიაძინის კათალიკოსის მონაწილეობით, დაგზავნა ბევრი გავლენიანი სომეხი კავკასიის გუბერნიებში, მაგრამ არა სომეხი მოსახლეობის შესარიგებლად რუსეთის  ხელისუფლებასთან, არამედ მის ასაღელვებლად უკანასკნელის წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოყვა თავად გოლიცინის სიცოცხლის ხელყოფა... [4].
აღნიშნული დოკუმენტები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა როლს აკისრებდნენ რუსული და ოსმალური სახელმწიფოს მესვეურნი სომხებს ამგვარი სასაზღვრო კონფლიქტების ინსპირირების საჭიროებისას, ამასთან მათ  დიპლომატიურ მანევრებში თუ ხაზგასმულია, რომ ამ „ბოროტგანზრახული სომხური გამონაგონის“ მიზანი ყოფილა „არეულობა და შფოთი შეიტანონ რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფოების მშვიდობიან და მეგობრულ ურთიერთობებში“, საშინაო მიმოწერაში საკმაოდ გულახდილები არიან და პირდაპირ მიუთითებენ  სინამდვილეში რასთან აქვთ საქმე და იმ როლზეც, რომელსაც ამ საქმეში სომხური საეკლესიო ელიტა ასრულებდა.
ამავე პრობლემის უფრო უკეთ წარმოსაჩენად ძალიან კარგ მასალას იძლევა სხვა დოკუმენტიც, რომელშიც ნათქვამია, რომ „...კონსტანტინეპოლიდან ჩამოვიდა რამდენიმე ათეული სომეხი უკვე არა შეშინებული და ქურდული იერით, როგორადაც მათ ნახვას მივეჩვიეთ ბოლო წლებში, არამედ პიროვნულ ღირსების გრძნობით, რომლის მხარეზეც არის უეჭველი ძალა“, – აღნიშნავს მოხსენების ავტორი (იგივე  სკრიაბინი) და იქვე განაგრძობს: „და მართლაც, ესენი იყვნენ მაღალი პორტადან და სომეხთა კონსტანტინეპოლის პატრიარქისაგან სომხეთის მოსახლეობისათვის წარგზავნილნი. ისინი, პარტიებად დაყოფილნი, გაიფანტნენ ერზრუმის, ვანის და ბითლისის ვილაეთებში და გადადიოდნენ რა სოფლიდან სოფელში, უქადაგებდნენ სომეხ ხალხს კვლავ აღადგინონ ყოფილი კეთილი ურთიერთობები თურქეთის ხელისუფლებასა და მუსლიმანურ მოსახლეობასთან, რისთვისაც მათ სულთნის სახელით ჰპირდებოდნენ გადაადგილებისა და ვაჭრობის სრულ თავისუფლებას, სომხებისათვის ყველა საზოგადოებრივი თანამდებობის ხელმისაწვდომობას, გადასახადების შემსუბუქებას და   სხვა მრავალ მსგავს შეღევათს...“ [5].
მოტანილი დოკუმენტური მასალა, მართლაც, საკმაოდ ნათლად წარმოაჩენს ამ ორი  იმპერიალისტური სახელმწიფოს ხელისუფალთა მიერ სომხებისათვის განსაზღვრულ როლს, იმ დანიშნულებას, რაც მან რეგიონში მათი ინტერესების განსახორციელებლად თითქმის ნებაყოფლობით იკისრა.
თუ რა მოუტანა თვით სომხებს ერთი ბატონის კარიდან მეორეზე სირბილმა და იმის უგუნურმა დაშვებამ, რომ ისინი მათი ბედისადმი ნიჰილისტურად განწყობილ ძალებს გამოეყენებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად, საყოველთაოდ ცნობილია, და მათ ეჭვი არ უნდა ეპარებორდეთ, სწორედ სომხების წინააღმდეგ ამ ძალთა ქმედებანი და მათდამი დამოკიდებულება, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ურთიერთკოორდინირებული შეიძლება ყოფილიყო (მრავალი მიზეზების გამო) თვით „სომეხთა გენოციდის“ საქმეშიც. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთი მის მიერ დაპყრობილი კავკასიიდან როგორ დაუნდობლად ერეკებოდა მუსლიმანურ მოსახლეობას ოსმალეთში, ოსმალები კი პირიქით, თავიდან იშორებდნენ და ხშირ შემთხვევაში სწორედ რუსეთის საზღვრებისაკენ ელალებოდნენ ქრისტიანებს და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სომხებს. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სომეხთა თავს დამტყდარ ყველა უბედურებაში დამნაშავეა არა მარტო ამ ძალთა ზემოთ მხილებული პოლიტიკა, არამედ სომეხ „ნაციონალისტთა“ უგნური და უპასუხისმგებლო ურა–პატრიოტიზმი, ისტორიული სამართლიანობი¬სადმი მათი ქვეგამხედველურ–მომხმარებლური დამოკიდებულება და პოტენციური მოკავშირე–მეგობრებისადმი სასტიკი უმადურობა, რომლის რამდენიმე მკაფიო მაგალითი საჭიროდ ვსცანით სტატიაშიც მოვიყვანოთ.
ჯერ კიდევ XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ღევონდ ვართაპეტი თავის „ხალიფთა ისტორიის“ X თავში გადმოგვცემს, რომ „არაბთა ხელისუფლე¬ბისაგან სომხეთიდან ლტოლვილმა დიდებულებმა თავი შეაფარეს ბიზანტიის იმპერიას, კერძოდ ტრაპეზუნტის რეგიონს და იმპერატორის ბრძანებით მათ საცხოვრებლად ებოძათ ეგერთა ქვეყნის ქალაქი ფუთი (ფადისი), სადაც ისინი 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ (706–712 წ.წ.), შემდეგ კი გაძარცვეს მისი ეკლესიები და სომხეთში გაიქცნენ [9, გვ. 35–39].
როგორც როგორც ჩვენს მიერ შესწავლილი ისტორიული ლიტერატურა და წყაროები ცხადჰყოფენ მათი ზნე და ჩვეულებანი თითქმის არ შეცვლილა დღევანდლამდე,–და მიუხედავად საქართველოს და საერთოდ, კავკასიის დაპყრობაში რუსეთისათვის გაწეული სამსახურისა, ბოლოს რუსეთის ხელისუფალნიც ჩაწვდნენ მათ მიზნებს და ალექსანდრე II–ის მკვლელობის შემდეგ რუსეთში გამეფებული რეაქციის პერიოდში, მათ წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს მიმართეს დაიხურა კავკასიაში სომხური საქველმოქმედო საზოგადოება, სომხური ჟურნალ–გაზეთები და გამოცემები; 1903 წლის 12 ივნისის განკარგულებით სომხურ–გრიგორიანულ ეკლესიას ჩამოერთვა საეკლესიო ქონება, შეიზღუდა მათი თვითმმართველობა და წირვა–ლოცვა სომხურ ენაზე, მათი სახელმწიფო სამსახურში მიღება, დაიწყეს მათი გადასახლება რუსეთის ცენტრალურ გუბერნიებსა და ციმბირში. კავკასიის მთავარმმართებლის გოლიცინის 1901 წლის ნოემბრის ცირკულარით სომხები უკან, თურქეთში უნდა დაბრუნებულიყვნენ“ [10, გვ. 84].
სომეხი ავტორი გრ. ჩალმუშხიანი კი იმასაც აღნიშნავს, რომ ერთ–ერთი მაღალ თანამდებობის რუს ჩინოვნიკს თითქოს  ასეთი რამ ეთქვას: „მე დავწყნარდები მხოლოდ მაშინ, როცა თბილისის მუზეუმის ექსპონატებს შორის იქნება სომხის ჩუჩელა, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ კავკასიაში ოდესღაც სომხები ცხოვრობდნენო“ [11, გვ. 147].
1890 წელს თბილისში შექმნილი „დაშნაკცუტიუნის“ პარტიის „ბოევიკებმა“, უკვე 1905 წლის ნოემბერში სრულად წარმოაჩინეს თავიანთი ნაციონალისტური და ტერორისტული ბრძოლის მეთოდები და ქართველების დაშინებისა და ჩამოსული სომხებისათვის „ადგილის გამოთავისუფლების“ მიზნით, ამოწყვიტეს თბილისის უბნების ქართული მოსახლეობა. თბილისის გარშემო სოფლებში ამოხოცეს მართლმადიდებელი გლეხები, არ დაინდეს დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი [18, გვ. 34]. როგორც ვასილ ველიჩკო წერს – ოსმალეთში სომეხი ტერორისტების მიერ ჩადენილი მხეცური მკვლელობების გამო „სომხების ნაწილი უფრთხის თავისი წინამძღოლების მუქარასა და ტერორს და თავისი სურვილის წინააღმდეგ ერთვება ბრძოლაში. თურქეთიდან ლტოლვილი ბევრი სომეხი ... გულწრფელად აღიარებდა, რომ რუსეთში გამოექცა არა თურქებს, არამედ თავისსავე ტერორისტებს“, რომლებიც „თავად ესხმოდნენ თავს თურქებს და ქურთებს, რათა გამოეწვიათ სისხლისღვრა... მანიფესტაციებისას თავად ხოცავდნენ თურქ პოლიციელებს და ჟანდარმ ოფიცრებსაც კი. სწორედ ეს გახდა ბიძგი, რამაც სომეხთა საშინელი ხოცვა–ჟლეტა გამოიწვია“ – ასკვნის ვ.ველიჩკო და იქვე განაგრძობს, – აქედან ნათელი ხდება, რომ სომეხთა  გენოციდს სათავე დაუდეს სომეხმა რევოლუციონერებმა თავიანთი გამომწვევი საქციელით. ეს უბრალო და უდანაშაულო ხალხი დასაღუპად გასწირეს თვით სომეხმა მდიდრებმა, სასულიერო პირებმა და სხვადასხვა ჯურის პოლიტიკანებმა [12, გვ. 103–108].
ცნობილია, რომ 1914 წლის თებერვალში ყარსში რუსების მიერ წაქეზებულმა სომხურმა ბანდფორმირებებმა დახოცეს 30 ათასი ეთნიკური თურქი. წყაროში აღნიშნულია, რომ დედებს ხელიდან ართმევდნენ ჩვილ ბავშვებს და ცეცხლში აგდებდნენ (ორგანიზატორი სტეფანე ტერ–დანიელიანი, თურქეთის მეჯლისის დეპუტატი); ხოლო 1915 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის ჯარმა დაიწყო  კონტრშეტევები თურქეთზე, „დაშნაკცუტიუნის“ ემისრებმა კვლავ მიმართეს ტერიტორიის გამოთავისუფლების ტაქტიკას. დაშნაკთა რაზმების მიერ დაკავებულ სოფლებში ათასობით თურქი დახოცეს. მათ ახრჩობდნენ მდინარეებში, ყრიდნენ ჭაში და შემდეგ ჭას ქვებით ავსებდნენ და ა.შ. სწორედ სომეხთა ასეთმა არაადამიანურმა მოქმედებამ აიძულა თურქეთის ხელისუფლება 1915 წლის 24 აპრილს მიეღო გადაწყვეტილება სომხური მოსახლეობის თურქეთიდან დეპორტაციის შესახებ [11, გვ. 152 (13, გვ. 44)].
სომხებზე განხორციელებელ ამ სასტიკსა და ულმობელ შურისძიებას 1915–1917 წლებში მოჰყვა 1,5 მლნ. სომხის მოსპობა [იქვე], მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა მათთვის საკმაო გაკვეთილი და 1918 წლის იანვარში, როდესაც დაშნაკთა რაზმები გენერალ ანდრანიკ  ოზაიანის მეთაურობით თურქეთის სოფლებში შეიჭრნენ, ისევ სასტიკად გაუსწორდნენ ადგილობრივ თურქულ მოსახლეობას. მხოლოდ სოფელ კატრანღში, მათ ცოცხლად დაწვეს 1400 ბავშვი. საპასუხოდ მოწყობილ რბევას კი, 1919–1922 წლებში შეეწირა უამრავი სომეხი, ხოლო 800 ათასი ლტოლვილი თურქეთიდან გამოიქცა და მათგან 350 ათასმა რუსეთის იმპერიას შეაფარა თავი (მათგან ბევრი საქართველოშიც შემოვიდა) ოფიციალური მონაცემებით ამ სომეხ ლტოლვილთათვის შექმნილ საქველმოქმედო საზოგადოებას საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებისაგან დახმარების სახით მიუღია 40 მილიონზე მეტი, მაშინ როცა ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებას სულ რაღაც 3 მილიონი ჰქონდა მიღებული ქართველ ლტოლვილთა დასახმარებლად [10, გვ. 99; (11 გვ. 153)].
ზოგიერთი ქართველი ავტორი გაოცებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის 1918 წლის წინადადებაზე სომხეთის მთავრობისადმი, რომ საქართველოში თავმოყრილი სომეხი ლტოლვილების 30%–ი მაინც, მას დაესახლებინა სომხეთში, – სომხეთის მთავრობამ უარი განაცხადა, ხოლო საქართველოს მთავრობას მათ მიიღებას აიძულებდა, – შემდეგ კი გაკვირვებული კითხულობს – „ამაზე მეტი თავხედობა თუ გინახავთ  სადმე?!“ მაგრამ აქ კითხვა ასეც შეიძლება დაისვას საქართველოს ხელისუფალთა მიმართ – „ამაზე მეტი დოყლაპიობა და უპასუხისმგებლობა თუ გინახავთ სადმე?!“
ასე რომ „დაშნაკი“ ნაციონალისტები ჩვეულებისამებრ კბენდნენ იმ ხელებს, რომლებიც მათ უმძიმესი ტრაგედიების დროს იფარავდა და საშველს აწვდიდა. ამიტომაც  ამბობს მათ შესახებ  ქრისტოფორე რაჭველიშვილი: „...ერთის მხრით ერთგულებას და მეგობრობას  გეფიცებიან, მეორე მხრით მუხანათურად ზურგში ლახვრის ჩაცემას გპირდებიან [16].
როგორც ისტორიულ დოკუმენტებიდან ჩანს, ამგვარსავე პოლიტიკას აწარმოებდნენ სომეხი ნაციონალისტები სამუსლიმანო საქართველოშიც. ოცნებობდნენ რა ძლიერი რუსეთის მეშვეობით „დიდი სომხეთის“ შექმნაზე, საქართველოს ამ ნაწილიდანაც ღალატის საბაბით ქართველი მაჰმადიანური მოსახლეობის აყრას და იქ ოსმალეთისა და სპარსეთის სომხების ჩასახლებას გეგმავდნენ. ამასთან არსებული ვითარების გამოყენებას  სომეხი ვაჭრები და მოხელენი სხვაგვარადაც ცდილობდნენ და სასტიკად ძარცვავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას,–ართმევდნენ მას პირველადი მოხმარების საქონელს, სურსათს, ხშირად უფასოდ ამუშავებდნენ და ფულსაც სძალავდნენ; წინააღმდეგ შემთხვევაში ეწეოდნენ შანტაჟს და ქართველ მაჰმადიანებს ხელისუფლების წინაშე დასმენით ემუქრებოდნენ. ასეთი შანტაჟის მსხვერპლნი იძულებული იყვნენ მათგან თავი ეხსნათ ძვირი საფასურის გადახდით, რადგან ეშინოდათ საქმის გაჭიანურებისა [6].
ანალოგიურ სურათს იძლევა ართვინის მხარის უფროსის 1916 წლის 5 მარტის მოხსენება ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორისადმი, რომელშიაც ვკითხულობთ: „ართვინის მხარის მოსახლეობა შედგება მხოლოდ მუსლიმანებისა და სომხებისაგან.
მხარეში ადმინისტრაციული დაწესებულებების (რუსული ადმინისტრაცია იგულისხმება – უ.ო.) აღდგენის შემდეგ, გასული წლის გაზაფხულზე, სომხების მტრობა მუსლიმანებისადმი სრულიად აშკარად გამოიკვეთა. იგი გამომჟღავნდა მათი თანაცხოვრების ყველა სფეროში. სომხებმა ისარგებლეს ამ დროს მუსლიმანი მოსახლეობის გაჭირვებული მდგომარეობით და ხელიდან შემთხვევას არ უშვებდნენ, ამა თუ იმ საშუალებით, მათთვის ზიანის მისაყენებლად. სომეხთა თვითნებობას საზღვარი არ ჰქონდა, ისინი ყველა საშუალებით სძალავდნენ ფულს, ძალით ართმევდნენ ქონებას, ეჭრებოდნენ სახლებში, შეურაცხყოფდნენ და ძალადობდნენ ქალებზე, მუსულმანთა  წინააღმდეგ აქეზებდნენ აქ განლაგებულ სამხედრო ნაწილებს; მუსლიმანს არ შეეძლო სომხების სოფლის გავლა, რადგან მათ ქვებს ესროდა დიდი თუ პატარა. მრავალი ასეთი დანაშაულია აღრიცხულ ოქმებში და გადაგზავნილია სასამართლოში. მხარის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ამ თვითნებობის აღსაკვეთად და სომხების რამდენადმე კანონის ფარგლებში მოსაქცევად საჭირო გახდა ადმინისტრაციულ ზემოქმედების ექსტრაორდინალური ზომები. მაგრამ მრავალი დანაშაული დარჩა გამოუმჟღავნებელი, რადგან მუსლიმანები... არ აცხადებდნენ მათ შესახებ, ეშინოდათ რა ხელისუფლებასთან მისვლისა და ამის გამო სომეხთაგან შესაძლო შურისძიებისა... როცა რუსული ხელისუფლება აქ კვლავ აღდგა, სომხების დაბეზღებით ბევრი სრულად უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს და ეს დაპატიმრებები აქემდე გრძელდება. ამას გარდა სომხები დღემდე აგრძელებენ მათგან ფულის გამოძალვას, უარის შემთხვევაში კი  ემუქრებიან ციხეში ჩასმით. დაპატიმრებული მუსლიმანები ითხოვენ მათგან დაცვას... აგენტურულ და პირადი ცნობების მიხედვით... ყველაფერ ამას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მუსლიმანები გრძნობენ, რომ სომხები მზად არიან პირველივე შესაძლებლობისთანავე მისცენ გასაქანი თავიანთ ბოროტ ზრახვებს, მაგრამ ჯერჯერობით, სადაც შეიძლება, ექსპლოატაციას უწევენ მათ (მუსლიმანებს – უ.ო.)  მატერიალური თვალსაზრისით. ისინი (მუსლიმანები – უ.ო.) ამბობენ, რომ ჩეთნიკებმა მათ ბევრი წაართვეს, მაგრამ სომხებმა სრულად გაძარცვეს და რაც მთავარია სჯერავთ, რომ ყველა დაპატიმრებული და ციხეში მჯდომი, მცირედი გამონაკლისის გარდა, სრულიად უდანაშაულოა და აყვანილნი არიან მხოლოდ სომხების დაბეზღებით. მხარის მუსლიმან  მოსახლეობაში არსებობს აზრი, რომ თუ არა სომხები, მათ ღალატში არავინ არ დაადანაშაულებდა. ამიტომაც თვლიან სომხებს თავიანთ ყველა უბედურებაში დამნაშავედ...
რადგან მუსლიმანური მოსახლეობის ღალატის შესახებ წარმოებულ გამოძიებაში, გამოძიებისათვის მეტად მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს სომეხთა ჩვენებები, დაპატიმრებულთა ბედი კი გაურკვეველია, მუსლიმანები იმყოფებიან განუწყვეტელი დაძაბულობის ქვეშ და სომხის გამოჩენა მათ შორის იწვევს შეშფოთებას, რადგან ეს მათთვის ახალი უბედურების ნიშანია...“ [7, 13–14].
გაზეთში კი «Тифлисский листок», ვკითხულობთ, რომ „იმერხევის 18 სოფლის ქართველმა მაჰმადიანებმა არა თუ არ შემოუშვეს ოსმალნი თავის სოფლებში, არამედ თავისი მფარველობის ქვეშ მიიღეს იმერხევში ქრისტიანობის ერთადერთი ბუდე, სომეხთა სოფელ ფციყური... მიუხედავად ოსმალთა და გერმანელთა მეცადინეობისა, იმერხევის ქართველი მაჰმადიანები დარჩნენ რუსებისა და მეზობელი სომხების ერთგულნი... და რამდენჯერმე იარაღით ხელში... წინ აღუდგნენ თურქთა რაზმების შემოსევას“... [17] მაგრამ, როგორც შემდგომში გამოჩნდა სამაჰმადიანო საქართველოს უდანაშაულო მოსახლეობის მოღალატეებად გამოცხადებაში თავისი წვლილი შეიტანა სწორედ  მათ მიერ გადარჩენილი და ოსმალთაგან ლტოლვილი სომხების დასმენებმა [7; 8; 14].
განსჯის თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ 1977 წლის მეორე ნომერში გამოქვეყნებულ ვიქტორ  რცხილაძის სტატია – „მესხეთის ტრაგედია“, სადაც იგი სხვა პრობლემებთან ერთად საუბრობს რა ქართველთა გასომხების შესახებ, ამბობს: „...ეჩმიაძინის კათალიკოსს ფული ბლომად ჰქონდა და იგი თანხებს არ ზოგავდა იმპერიის ვეზირთა მოსაქრთამავად და თვით სულთნისაგან ნაყიდი ფირმანით მას დიდი უპირატესობა ენიჭებოდა სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან შედარებით [18]. ამიტომ ქართველნი ქრისტიანობის შესანრჩუნებლად კათოლიკედ ან გრიგორიანად ეწერებოდნენ, მაგრამ კათოლიკური სამყაროს სიშორის გამო ეს პროცესი ქართველთა გასომხებას იწვევდა, რაც, ცხადია, ეჩმიაძინის პოლიტიკური მიზნების განხორციელება იყო...“ [15, გვ. 10] იმავე ნაშრომში ავტორი აღნიშნავს, რომ „... რუსეთის იმპერიის დაშლამდე 1913–1914 წლებში, სომხებმა სცადეს რუსეთის ხელისუფალთაგან გამოეთხოვათ თბილისის გუბერნიაში შემავალი ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრები, ე.ი. წმინდა ქართული მიწები – ქვემო ქართლი, ანუ მესხეთი,  გუმრის... სომხურ ოლქთან შესაერთებლად, მაგრამ იმჟამად მათ ხელისუფალთაგან მხარდაჭერა ვერ ჰპოვეს. ამიტომ 1918  წლის დეკემბერში, უკვე დამოუკიდებელი სომხეთი, აუჯანყებს საქართველოს რესპუბლიკას მესხეთის მიწაზე მცხოვრებ სომხურ მოსახლეობას და თვითონაც მოულოდნელად თავს  დაესხმება მას...“ [იქვე, გვ. 116]. მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის ოსმალთა შემოტევისას „...გერმანულმა და ქართულმა ჯარის ნაწილებმა შეაჩერეს თურქთა წინსვლა და, განსაკუთრებით, დაიცვეს სომხური მოსახლეობა თურქთა ჟლეტისაგან, მაგალითად, ბორჩხალოს მაზრაში [21, გვ. 93; 16, გვ. 17]... აღნიშნავს ავტორი, მაგრამ „...სომეხ–რუსთა აგენტურა შეეცადა უკან დახეული გერმანელებისათვის ზიანი მიეყენებინა საქართველოში და ამით შუღლი ჩამოეგდოთ ქართველთა და გერმანელთა შორის, რისთვისაც ძეგვის ხიდი ააფეთქეს [იქვე, გვ. 17; 22] ესეც არ იკმარეს და სომხების მესვეურებმა საქართველოს ბრალი დასდეს ინგლისის წინაშე „პროგერმანულ ორიენტაციასა“ და გერმანოფილობაში მაშინ, როდესაც ორივენი გერმანელების დახმარებით თავის გადარჩენისათვის იბრძოდნენ.
სტატიის ავტორი აქვე წერს, რომ „...ბოგდანოვკის (ახლანდელი ნინოწმიდის – უ.ო.) რაიონში მცხოვრები „დუხობორები“ იხსენებენ, თუ თურქთაგან გამოქცეულნი სომეხნი როგორ შეიფარეს, როგორ დააპურეს ისინი,... როგორ მიუჩინეს მათ საცხოვრებლად მიწები. მაგრამ საკმარისი იყო 1917 წელს რუსეთის არმიის მიერ ამ მხარის დატოვება, რომ სომხებმა რუსების აყრა–გადასახლება დაიწყეს და ამ მხარის წმინდა სომხურ რაიონად გადაქცევას შეეცადნენ“... როგორც თავად ავტორი იგონებს, მას ოსმალეთიდან გადმოხვეწილ და აფხაზეთში ჩასახლებულ სომეხთაგან პირადად გაუგონია, რომ „როდესაც თურქები  დაგვერივნენ, თავს ვაფარებდით თურქეთში მყოფ ქართველთა ოჯახებს, რომელნიც წლობით (1) გვინახავდნენ“... [იქვე, გვ. 17].
და მართლაც რა მიიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა ამ თავისი უანგარო და კეთილმოსურნე მასპინძლობის სამაგიეროდ სომხებისაგან?
ის, რომ, როგორც ბროკჰაუზის ენციკლოპედიაში “სომხეთზე” მიძღვნილ მიმოხილვაში ვკითხულობთ, თურმე „არტაანისა და ბათუმის ოლქები სომხეთია“ [23 ა., 726], ხოლო „ახალ ამერიკულ ენციკლოპედიაში „სომხეთისადმი“ მიძღვნილ სტატიაში მოკლედაა ნათქვამი: „დედაქალაქი ერევანი, მთავარი პორტი – ბათუმი“ [24]; მაგრამ ყოველივე მოლოდინს აჭარბებს დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ბოლო გამოცემა, რომელშიც „სომხეთზე განკუთვნილ სტატიაში მოცემულია „ისტორიული რუკა (1917–1921 წ.წ.)“, სადაც დღევანდელ თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული ქართული მიწა–წყალი, – ისტორიული მესხეთი, სოფ. სარფის სამხრეთით და შავი ზღვის სანაპიროდან დაწყებული არტაან–ოლთისით დამთავრებული, სომხეთადაა გამოცხადებული [25,рგვ. 224].
ისევ და ისევ  უმადურობა და ჩვენი მიწა–წყლის მისატაცებლად გამიზნული აშკარა (1918 წლის სომხეთ–საქართველოს ომი), თუ  ვირეშმაკული (მაგ. შირაქის  ველზე მებამბეობის განსავითარებლად სომხების ჩამოსახლების, თუ სხვა პროექ¬ტე-ბი) მცდელობანი, რამაც ბოლშევიკების მიერ სომხებისათვის საქართველოს მნიშვნე-ლო¬ვანი ნაწილის დათმობის შემდეგ ისე აღაშფოთა ეს ნიჰილისტ–ინტერნაციო¬ნალი-ს¬ტებიც, რომ სომეხთა ამ უაზრო, უსამართლო პრეტენზიებს შეეწი¬რა კპ–ის სომხეთის ცკ–ის პირველი მდივანი (აღარაფერს ვამბობთ ე.წ. აფხაზეთის ომში სომხების მიერ გამოვლენილ აშკარა ანტიქართულ პოზიციასა და დანაშაულებზე).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სომხების მიერ სხვათა სამსახურში გამოჩენილი მოჩვენებითი ერთგულებისა და თავდადებისა, მათი თითქოსდა სერვილური ცხოვრების პრაქტიკის უკან ყოველთვის თავს მალავდა საკუთარი სახელმწიფოებრივი აღორძინებისათვის ზრუნვა და სომხური სახელმწიფოს აღდგენის სურვილი, რაც ამ მიზნის მიღწევისათვის გამოყენებულ ზემოთ აღნიშნულ მიუღებელ პრაქტიკას რამდენადმე ახსნას უძებნის, მაგრამ (სრულიადაც) არ ამართლებს. თუმცა მათი უდიდესი მისწრაფება  დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და მისი საძირკვლების განმტკიცებისაკენ, თავისთავად თანაგრძნობის ღირსია, მაგრამ მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას.
ამიტომაც აღმოჩნდნენ ისინი, ხშირ შემთხვევაში, განწირულები იმ გარემოშივე, სადაც სომხები ავტოქტონი მოსახლეობის პრეტენზიით ცხოვრობდნენ,–და იგივე შეიძლება განმეორდეს ყველგან, რომელმა ქვეყნებმაც ისინი ლტოლვილები შეიფარა, დაიცვა და უეჭველ დაღუპვას გადაარჩინა, რადგან უმადურობა არასდროს ყოფილა ღვთის სათნო საქმეთა შორის...
ჩვენი მიზანია უეჭველი ფაქტების და მათგან გამომავალი არგუმენტების მოშველებით დავანახოთ ამ ჩვენს მეზობელ, ჩვენსავით მრავალტანჯულ ერს იმ უფსკრულის სიღრმე, რომელშიც ის ჩვენს მიერ ზემოთ დაგმობილი დაშნაკური პოლიტიკის გაგრძელებამ შეიძლება გადაჩეხოს. ვცდილობთ გავამახვილოთ მასში გონიერებისაკენ მიმართული გულისყური და ვუჩვენოთ ჩვენთან ერთად გადარჩენის რეალური გზა, – რომ სხვისი წაქეზებითა და მოიმედეობით მიღწეულმა დროებითმა „წარმატებამ“ თავგზა არ აუბნიოს ჰაოსიანთა მოდგმას... ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია მას კეთილმოსურნედ ვურჩიოთ, – გონიერებითა და მოთმინებით გააგრძელოს რეალური დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გოლგოთას გზა, – და ყოველთვის ახსოვდეს, რომ მხოლოდ გოლგოთას მისტერიის გავლით იშვება ნამდვილი თავისუფლება. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ სომეხი ერის მიერ ამ გზაზე ღირსებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
1. სსცია, ფ. 12, ან 1, საქმე 3139;
2. სსცია, იქვე, ფურც. 15;
3. სსცია, იქვე, ფურც. 15–17;
4. სსციფ, იქვე, ფურც. 66;
5. სსცია, იქვე, ფურც. 81–82;
6. ააცსა, ფ.1, ს/ნ., ს.734, ფურც.12–14;
7. ააცსა, ფ. 13, ს. 741;
8. ააცსა, ფ.2, ს.1;
9. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ფოთი (ფალისი) ლევონდის ცნობით, შრს უნივერსიტეტი. ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია–ჩვენი სულიერების ბალავარი, II, გამომც. „უნივერსალი“, თბ., 2010, გვ. 35–39;
10. თეთვაძე შ., თეთვაძე ო., სომხები საქართველოში, თბ., 1988;
11. შუბითიძე ვ., სომხური იმპერია (ლიზმი) და კოლონიალიზმი, თბ., 2011;
12. ველიჩკო ვ., კავკასია, (ქართული თარგმანი), თბ., 2007;
13. ჯალაღანია რ., ქობალია დ., გოგუა ნ., ჭეშმარიტება და „სომხური სიმართლე“, თბ., 2006;
14. ჟურნალი „თეატრი ლა ცხოვრება“, #28, 1915, 27 ივლისი;
15. ჟურნ. `საქართველოს მოამბე~, #2, 1977;
16. რცხილაძე ვ., მესხთა ტრაგედია ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, #2, 1977, გვ. 8–73;
17. გაზ. `სახალხო საქმე~, 1918, 9.11;
18. Газ. « Тифлисский листок », №113, 1915;
19. ლომსაძე შ., მესხეთ–ჯავახეთი, თბ., 1975;
20. Масхулия Г., Армяно-Грузинское взаимоотношение  1918-1920 г.г. Тб., 207;
21. Джугели В., Тяжелий крест, Тифлись, 1920;
22. Из истории иностранной  интервенций в Армении в 1918 году, (Аргументы и материалы), Ереван, 1970 г. ;
23. Bროცკჰაუს Eნზყკლოპედიც, ერატერ ბანდ (I ტომი), ჭიესლადერ, 1966;
24. თჰე Aმერიცან ნოწ Eნცყცლოპედია, Eიდიტორ-ინ-ჩჰიეფ ჩ.ღულპჰ თაყლორ, Pუბლიაჰავს ბოოკს, ინც, Nეწ Yორკ, 1954;
25. БСЭ, III издат., т.2, М., 1970, стр. 224.