საქართველოს კათალიკოზ–პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესი ლეონიდეს მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენდა მისი თავდაუზოგავი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.
ერთ–ერთ წერილში წმინდა ამბროსი ხელაია ბრძანებს: „ჩვენ ყველა შემდეგში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულნი, ალექსანდრე ეპისკოპოსმა დაგვაფრთიანაო“ [ჩე¬მი სოფელი–ლიახვის ხეობა, ჟურნ. „კარიბჭე“, # 10 (123), 2009, 14–27 მაისი, 26–29] და მართლაც, უდიდესი იყო წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს როლი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისათვის ნიადაგის შემზადებაში. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ამ ერისთავის თავდადებულ მწყემსმთავარს (75–ე წლისთავის საიუბილეო დღესასწაულზე) ქართველმა საზოგადოებამ მიართვა კვერთხი წარწე¬რით: „აღიღე კვერთხი ესე და წაიყვანე ერი ჩვენი გზასა სიმართლისასა. 15 მაისი 1898 წელი [„ცნობის ფურცელი“, 1898 წლის 19 მაისი, ცნობა მოტანილია ჯ.გამახარიას ნაშრომიდან–წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე და აფხაზეთი, თბ., 2006, გვ. 47]. მეტად სიმბოლურია 1898 წ. 5 აპრილის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობა ალექსანდრე ოქროპირიძის გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსად და მისი ძმისშვილის–არქიმანდრიტ ლეონიდე ოქროპირიძის გორის ეპისკოპოსად აღყვანა–კურთხევის შესახებ; თითქოს სახელოვანი ბიძისაგან უნდა მიეღო ესტაფეტა ილიას მიერ უკვე ქართულ სამოღვა¬წეო ასპარეზზე იმედად მიჩნეულ ეპისკოპოს ლეონიდეს. და მან ეს იდეები გაამართლა–1917 წლის 12 (25) მარტს მძიმე და მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ყ/სამღვ¬დე¬ლო ლეონიდემ საზეიმოდ გამოაცხადა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ეგზარხოსყოფილ პლატონს მოსთხოვა დაეტო¬ვებინა საეზარქოსო სასახლე და წაბრძა¬ნებულიყო რუსეთში. ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს 1918–1921 წლებში მეთაუ¬რობ¬და ქართულ სამოციქულო ეკლე¬სიას და დიდი ღვაწლი გასწია მისი დამოუკი¬დე¬ბე¬ლი თვითარსებობის განმტკი¬ცები¬სათ¬ვის.
წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს მიერ დაფრთიანებულმა ქართულმა სამ¬ღვ¬დელოებამ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ისე მძაფრად დააყენა საქართ¬ველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რომ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე იძულებული გახდა 1906 წელს პეტერბურგში დაენიშნა სპეცია¬ლური სხდომა, სადაც განიხილავდნენ აღნიშნულ პრობლემას. კომისიის სხდომაზე საქართველოდან მოწვეულნი იყვნენ და ქართულ ეკლესიის ავტოკეფალიის საქმეს მტკიცედ იცავდნენ ეპისკოპოსები ლეონიდე და კირიონი. ამავე საქმეზე მოხსე¬ნებებით გამოვიდნენ პროფესორები ალ. ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი და აგრეთვე რუსეთის „ინტერესთა დამცველებიც. საკითხის ყოველმხრივ განსჯის შემდეგ თვით რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებმაც აღიარეს ქართული ავტოკეფალური ეკლესიის წინაშე ჩადენილი უსამართლობა და მისი ჩაგვრა. 1906 წლის 17 იანვარს პეტერბურგში გამართულ სინოდის სხდომაზე საქართველოს საეგზარხოსში გამეფებულ უკანონობისა და ქართული ეკლესიის დაცემა–გათახსირების უეჭველი მაგალითების მოყვანის შემდეგ (ამ საკითხზე მოხსენება ძირითადად ეპისკოპოსმა ლეონიდემ გააკეთა): „...ნალაპარაკევმა გააოცა ყველანი და მათ ერთხმად აღიარეს, რომ საქართველოს ეკლესიის გამგეობაში დიდი უსამართლობა ყოფილაო“; ხოლო ქართველი მღვდელმთავრების უუფლებობით გაკვირვებულმა ვორონეჟის ეპისკო-პოსმა თქვა: „ეპისკოპოსი ყველგან თავისი უფლებით უნდა იყოს აღჭურვილი და არ მესმის რად უნებებია სინოდს ქართველი მღვდელმთავრების დაჩაგვრაო“. ცხარე კამათისა და დებატების შემდეგ კავკასიაში რუსეთის სინოდალური კანტორის უსარ¬გებლობა, უსაფუძვლობა და არაკანონიერება აღიარა ყველამ“... აგრეთვეს აღია¬რეს,რომ „ისტორიულს თვალსაზრისით საქართვე¬ლოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფ¬ლე¬ბათა შესახებ ჩვენ არავითარი ეჭვი არა გვაქვს. ეს ეკლესია როგორც დამტკიცდა, ნამდვილად ავტოკეფალური ეკლესია იყო, მაგრამ ეს ღირსება დაჰკარგა მას შემდეგ, რაც საქართველო პოლიტიკურად რუსეთს შეუერთდა“ [კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, კირიონ II (საძაგლიშვილი) ფონდი, წერილი 256–ე, გვ. 58, 59–60]– ისე ურცხვად აცხადებდნენ რუსი მღვდელმთავრები, თითქოს მათ მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების რაიმე კანონიერი საბუთი ხელთ ჰქონდათ, გარდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის 1811 წლის 21 ივნისის ერთპიროვნული თვითნებური რეზოლუციისა «Да будит так» [სრ. საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესი ლეონიდეს ეპისტოლე მოსკოვისა და სრ. რუსეთის პატრიარქს, უწმინდესი ტიხონის მიმართ [ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“, # 3, 1990, გვ. 61–77 (გვ. 65(]. ამასთან საქართველოს რუსმა ეგზარქოსმა მიმართა ჩვეულ ხერხს და განაცხადა: „...პეტერბურგში ბევრი პატივცემული თავადი ამტკიცებს, რომ ავტო¬კე¬ფალია უბედურება იქნება ჩვენი ეკლესიისათვის; ეგ კითხვა წამოაყენა ამ არეულო¬ბის დროს სულ ახალგაზრდა და ცხოვრებაში გამოუცდელმა სამღვდელოების უმცირესმა ნაწილმა, არც ხალხი და არც უმრავლესი ნაწილ სამღვდელოებისა არ არის მომხრე ავტოკეფალიისა; გარდა ამისა, ნამდვილად გავიგე, რომ ავტოკეფალიის ქვეშ იფარება ეროვნული ავტონომიაო“, რაზედაც ეპისკოპოსმა ლეონიდემ მტკიცედ უპასუხა: „ვგონებ თავადებიც იყვნენ და დიდად პატივსაცემი პირებიც, რომ ნამესტ¬ნიკს წარუდგენენ და მტკიცედ სთხოვეს სამშობლო ეკლესიის აღდგენა“ [იქვე, გვ.61]. (აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისათვის ილია ჭავჭავაძის თაოსნობით კავკასიის მეფისნაცვალთან დეპუტაციის მისვლას გულისხმობდა).მაგრამ რუსი სახელმწიფო მოხელეებს ისტორიული სამართლიანობისადმი დამოკიდებულება არ ახალია და მათაც, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყვეს ქართველი მღვდელმთავრების სამარ¬თ¬ლიანი მოთხოვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, რომე¬ლიც ოფიციალური სახით გაფორმდა როგორც „ბრძანება მისის იმპერატო¬რო¬ბითი უდიდებულესობის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისა უწმინდეს და უმართებულეს სინოდიდან“, რომლის მიხედვით „საკითხი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობისა გარდაეცა განსახილველად სრულიად რუსეთის მომავალ კრებას... აგვისტოს 22 დღესა 1906 წელსა“ [ქცა, ფ.21, საქმე 22560, ფურც. 5, 21]; რასაც მოყვა რუსეთის იმპერატორის 1906 წლის 23 აგვისტოს ბრძანება, რომელშიც ჩამოთვლილი იყო საქართველოს ეკლესიაში მდგომარეობის გამოსასწორებლად სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებები, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან [ბრძანება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, სრ. რუსეთის თვითმპყრობელსა, უწმინდეს და უმართებულეს სინოდიდან, სინოდის წევრს, საქართველოს ეგზარქოსი, ყოვლად–უსამღვდელოს ნიკონს, არქიეპისკოპოზს ქართლისას და კახეთისას. 23 აგვისტო 1906 წლის, # 9147–თა] საქართველოს ეროვნული არქივი ქ.ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფ.21, ანაწ. 1, საქმე 22560] და წარმოადგენდა რუსი იმპერატორების მიერ საქართველოს მიმართ სამართლიანობის სახელით ჩადენილ კიდევ ერთ უსამართლობას (სწორედ, ღვთის სახელით უსამართლო, ამგვარ საქმეთა კეთებამ იმს¬ხვერ¬პლა, ამის გამო ღვთისაგან ხელაღებული რომანოვების დინასტია–უ.ო.].
სულ მალე დაიწყო ავტოკეფალისტების დევნა–რეპრესიები, კირიონი საქართ¬ვე¬ლოდან რუსეთში გადაასახლეს. ძალიან შეავიწროვეს ლეონიდეც, მაგრამ იგი სუ¬ლი¬ე¬რად მაინც ვერ გატეხეს. სოფრომ მგალობლიშვილი აღნიშნავს, რომ ყოვლად სამ¬ღვ¬დელო ლეონიდემ ეკლიანი გზით იარა. მისი პირდაპირობა, სიმართლის¬მოყ¬ვარეობა, ტრფიალი სამშობლო ეკლესიისა არავის ეპრიანებოდა და ამიტომ მას სავალ გზას ეკლით უფენდნენ, მაგრამ იგი უდრეკად მისდევს თავის ვარსკვლავს“ [ვარდოსანიძე, 2000, გვ. 10] და მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ბრძოლა საქართველოს ეკლესიის თავის უფლებაში აღსადგენად. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შემდეგ კი დიდი მუშაობა გასწია მისი რეალური დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის; პირველ რიგში, პეტერბურგში დროებით მთავრობას გაუგზავნა მიმართვა და საქართველოს დამოუკიდებელი ეკლესიის მართვა–გამგეობის დებულების დამტკიცება მოსთხოვა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ, ბოლოსდაბოლოს, გამოიტანა დადგენილება საქართველოს ეროვნულ–ტერიტორიულ ავტოკეფალიის მხარდაჭერის შესახებ და 1917 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის დროებითი წესები.
პროფ. ბენეშევიჩი–კარტაშევი (რუსეთის სარწმუნოების მინისტრი)... რუსეთში ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა [ვარდოსანიძე ს., საქ.–ოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917–1952 წლებში, გამომც. „მეცნიერება“, თბ., 2001, გვ. 19] პროფ. ვერხოვსკიმ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა რევოლუციურ აქტად შეაფასა და ქართველებს „სქიზმაში“ (განხეთ¬ქილებაში) დასდო ბრალი [იქვე, გვ. 20] საქართველოს ეკლესიის ავტო¬კეფა¬ლიის საპირისპიროდ რუსეთის ხელისუფლებამ მოინდომა თბილისში თბილელი მიტროპოლიტის დასმა, რომელსაც მათი აზრით უნდა დამორჩილებოდნენ არაქართველი მართლმორწმუნეები, მაგრამ მათ საწინააღმდეგოდ 13 აგვისტოს საქართველოს საეკლესიო დროებითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ეპარქიის აღდგენის შესახებ და თბილელ მატროპოლიტად ერთხმად აირჩიეს ეპისკოპოსი ლეონიდე, რაც 15 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში საეკლესიო წესით გამოაცხადეს [იქვე, გვ. 21–22].
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას ყველა პოლიტიკური ძალა მიესალმა, გარდა ბოლშევიკებისა. 1917 წლის 23 აგვისტოს საქართველოში რუსეთის უკანასკნელმა ეგზარხოსმა პლატონმა თბილისი დატოვა და იმპერატორებისა და რუსი ეგზარქოსების პორტრეტებისაგან განთავისუფლებულ საეგზარქოსო სასახლეში ეპისკოპოსი ლეონიდე შებრძანდა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: „აღსრულდა... უფალო შეგვიწყალე და დაგვიფარე“ [იქვე, გვ. 14].
მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთის საეკლესიო წრეების მიერ საქართველოს ეკლესიაზე თავიანთი ძალადობაზე დამყარებულ უკანონო მმართველობის აღდგენის მცდელობა ამით არ დამთავრებულა და 1917 წლის 29 დეკემბრის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ტიხონის წერილში საქართველოს ახლად აღდგენილი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ, ის კვლავ ავლენს ქედმაღლობასა და სრულებით უკანონო პრეტენზიებს, თუ უსამართლო მოთხოვნებს [ჟურნ. „სამშობლო“, პარიზი, 1932, # 11, გვ. 36–56].
გარკვეული მოსაზრებების გამო მაშინდელმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა კირიონ II–მ, ამ წერილზე პასუხის გაცემა არ ისურვა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ ეპისტოლეზე პასუხის გაცემა სავალდებულოდ ჩათვალა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად აღსაყდრებულმა პატრიარქმა ლეონიდემ.
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ლეონიდემ 1919 წლის 5 აგვისტოს ეპისტოლეში, მისთვის ჩვეული ტაქტით, უტყუარი ისტორიული საბუთების მოშველიებითა და მათი შესაშური ანალიზის წყალობით, გააბათილა და პირდაპირი მნიშვნელობით, ქვა–ქვაზე არ დატოვა პატრიარქ ტიხონის უსამართლო და თავხედური ბრალდებებიდან. თავის პასუხში იგი დაწვრილებით განიხილავდა რუსი ეგზორქისების ხანაში ქართველ სამღვდელოების, მორწმუნე მრევლის საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ეტაპებს, შემდეგ კი უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე დასძენდა: „ჩვენთა საქმეთა შინა ცდომებს არა აქვს ადგილი, ხოლო თუ ასეთები შეგვენიშნა, მათი აღკვეთისათვის ყოველ ეკლესიას მოუძებნება საშუალება“... [სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის უწმინდესი ლეონიდეს ეპისტოლე სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმინდესი ტიხონის მიმართ, ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“, #3, გვ. 64–77 (გვ. 74)].
ბოლოს უწმინდესი ლეონიდე შეახსენებს სრულიად რუსეთის პატრიარქს, რომ როდესაც მთავარეპისკოპოსი პლატონი გაეცნო საქართველოს ეკლესიის მდგომარეობას (რუსი ეგზარხოსების ხელში–უ.ო.), პირდაპირ ჩასთვალა იგი ტრაგიზმით აღსავსეთ და განადგურებისაკენ მიმავლად“– [იქვე, გვ. 69); Прибавление церковным ведомостям, 1906, № 21, Л.502).–„არქიეპისკოპოს პლატონის სინოდალური ეგზარხოსების საქართველოში მოღვაწეობის თაობაზე ასეთი მსჯავრის შემდეგ, ვიმედოვნებ უწმინდესობა შენი აღარ მიიჩნევს (თავის–უ.ო.) სიმაღლესთან შეფარდებულად მტკიცებას, თითქოს სინოდის მმართველობა საქართველოში კეთილგონიერი ყოფილიყოს!“–შენიშნავს უწმინდესი ლეონიდე და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თანმიმდევრულად, საკითხის ღრმა ღოდნით ანადგურებს რუსი მღვდელ¬მთავრის ცილისმწამებლუო ბრალდებათ, ბოლოს კი ამბობს: „რაიცა შეეხება იმ გაუგებრობას, რომლის თაობაზე ამბობს უწმინდესი სინოდის თავმჯდომარე ყ/სამღვდელ სერგი და რასაც მართლა ჰქონდა ადგილი ჩვენშიც, ასეთები გამოწვეული იყვნენ საერო უფროსთა ჩარევით საეკლესიო საქმეში ასი წლის წინათ და კიდევ იმით, რომ საერო მთავრობის მიერ დადგენილი უმართებულესი სინოდი მოწადინებულ იყო მორჩილებაში ჰყოლოდა ქართული ეკლესია. გარნა შენ უკეთ არ უწყო, უნეტარესო, რომ ყოველივე ეს მოხდა არა ეკლესიური წესით, არამედ ადამიანთა სხვაგვარი ზრახვებით, და ამიტომ, რაკი აღვადგინეთ კანონიკური წყობილება ქართულსა და რუსულ ეკლესიაშიც, მტკიცედ უნდა ვუთვალყუროთ, რათა შემდგომში არავითარი ესე არ იქმნეს (I მსოფლიო კრება, კანონი 2)... სახელმწიფოებრივი განახლებისას ჩვენცა გვმართებს განვახლდეთ ჩვენს გრძნობებში, ურთიერთისად, რათა ამ ჩვენმა ორმა ერთმორწმუნე ხალხმა, თვის ეკლესიურ აღთქმათა ერთგულად დამცველებმა, შეძლოს მშვიდობიანი ცხოვრება და თვითეულმა აღასრულოს მოწოდებანი თვისი ჩვენთა ყოველთა საცხოვნებლად და სადიდებლად ღვთისა [ეპისტოლე... 1919, 74]–დაასკვნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი.
ვფიქრობთ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოზ–პატრიარქის აღნიშნული ეპისტოლე იმავე მნიშვნელობის ისტორიულ აქტად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თავის დროზე გიორგი მთაწმინდელის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობის კანონიკური დაცვა ანტიოქის პატრიარქის წინაშე. განსხვავება აქ მხოლოდ იმაშია, რომ მაშინ ყურად იქნა ღებული გონიერების ხმა, ამ შემთხვევაში კი სრულიად რუსეთის პატრიარქი არ აღმოჩნდა მზად მის მოსასმენად.