Litclub.ge

* * * ზამთარში ზაფხული მენატრება
ზამთარში ზაფხული მენატრება,
ზაფხულში - იანვარს ვნატრობ,
მინდორში მყინვარი მელანდება,
მთაში ვარ -
ტრამალი ფართო.
ლაჟვარდო,
სულზე რომ მომენათე, -
მანატრე დამკვიდრება ცაში,
მაგრამ მანდ
მიწა რომ მომენატროს,
მიწა ვინ მაღირსოს მაშინ...