მწვანე წუთები გადაყრილ იებს
დაეხვევიან, ათნი და ოცნი,
ყველაფერია, ადრე თუ გვიან,
სურვილი წასვლის ან კიდევ კოცნის.
არა ღირს წვიმა, მით უფრო თოვლი,
გზა გააგრძელებს თავის გზას ქვევით,
რათა გაჩერდე სურვილებს შორის
და გაიღიმო – ლამაზი ჩვევა.
ადრე თუ გვიან ბედითი თვლებით
დამკბენს თვალების ალქატი ქარი,
სხვისი ქალაქი იქნება გარეთ,
ჩვენი ოთახი იქნება ბლეფი.
ბოლოს დარჩება უბრალო ჟესტი,
ბედითი თვლები, არავი ჭორი,
მოგონებებთან – სევდა და ნესტი,
გაჩერება და სურვილი ორი.