თუ არ დააძღა შენსას იარებს
გაუმარძღარი ყორანი შავი,
ფრთებს თუ არ გაშლი (ორბებრ კი არა),
ფრთებს თუ არ გაშლი იესოსავით:
ვერ ახვალ ცაში,
ვერ ახვალ ცაში, -
მუცლით იხოხებ მიწაზე მაშინ.
გარეშე ჯვასცმის,
გარეშე ჯვასცმის,-
ჯერ არ ასულა არავინ ცაში.
ცად მხოლოდ მაშინ ადის მგოსანი, -
ფრთებს როცა გაშლის იესოსავით.