Litclub.ge
ორი სტროფი ელისოს
I
მე მეტი ვერარ შევძელი,
მეტს ვერარ გავუძელი!..
შვილო, შენ იყავ დღეგრძელი,
შენ ასახელე ერი!
II
შვილო, მივდივარ დაუძრახველი
და სანუგეშოდ მიმყვება ეგა! -
საქართველოში ჩემი სახელი
შენ სიყვარულად დაგხვდება ყველგან!
1993