აჰა, ჩემი აღმოსავლეთი.
ამ ძველ ქალაქში, სადაც ცოცხლად იმარხებიან
და არასოდეს არ დარდობენ მიცვალებაზე,
სადაც, მიწაზე გადაშლილი მწვანე ხავერდი
შთანთქა მტვერმა და ნაღებივით აჭრილ თვალებში
ქარი კლიტეებს მოთმინებით ეჯაჯგურება-
ყველა კარიდან გამოვედი
დღეს რომ გაგეშვი.
მაქმანად დამთრევს დაძონძილ და ყვითელ კაბაზე
ყველა ქალაქის გაწყვეტილი ყოფიერება.
სიჩუმე, როგორც უშენობის მემორიალი
ცას ებჯინება.
ლანდშტაფი. გეო-პოლიტიკა. მდებარეობა
გაურკვეველი. ეთნო-ერთა-უმცირესობა.
ზონა წითელი. ორ ქარს შუა მეძავეობდა
ერთი პატარა გოგონა და .ფინალლ. ექსცესი.
ღიმილი. იდაყვგაყვლეფილი. ხელისგულები
მოდერნ-ქუჩებად დაზოლილი ბრმა გამზირებით.
ჰაერში ოთხი თვითმფრინავი გაიგუდება
და სამომავლოდ ოთხი გემი ჩაიძირება.
ტანის ხაზებზე მიმკითხავეს გუშინ კარავში.
მარცხენა მხარეს, სადაც ჯერაც გაზაფხულია
ზღვა წყლად ჩამდგარა-
მლაშე წყურვილს სულში ვატარებ.
კაბები, უფრო საგარეო. მაქმანებითურთ.
ხე-ტყის მასალით აწყობილი სამკაულები.
ქუჩებში ხელებაწეული გაქანდები და
შედეგი ტრავმა. ანდა სენი უკურნებელი.
ლანშტაფი. გეო-პოლიტიკა. მდებარეობა
გაურკვეველი. ორი კოკით ზღვების ავსება.
ტაძართან მღვდელი. უფალს, უფალს ებარებოდეთ.
გაქცევა. წასვლა. სადღაც უფრო აღმოსავლეთით...
.აჰა, ჩემი აღმოსავლეთი.
ამ ძველ ქალაქში, სადაც ცოცხლად იმარხებიან
და არასოდეს არ დარდობენ მიცვალებაზე,
ტაროებივით ჩამოვფშვენი შეგრძნებები და
უჯიშო ფაშატს ტყავგადაცლილ ზურგზე ავკიდე.
მლაშე ხმიადის სურნელი აქვთ ახლა ღამეებს.
სამშობლოც კუტი ხმიადივით ისე მლაშეა...
წყურვილი მკლავს და ლიბრგადაკრულ თვალის კუთხესთან
ზღვას ვერ ვამშვიდებ.
წამოაყენეთ ყველა მკვდარი სამარხებიდან.