Litclub.ge

საქართველოსთვის!
ჯერ ვერ ვიპოვე, რასაც ვეძებ და...
არ დავცემულვარ! ვიბრძვი ლომურად!..
საქართველოსთვის დაღვრა წვეთ-წვეთად!
ეს არის ჩემი სისხლის ფორმულა!..

ბევრჯერ სიხარულს ვეღარ ვფარავდი,
გადმომფენია ბევრჯერ მზე მისი!..
საქართველოზე ფიქრი მარადის!
ეს არის ჩემი ტვინის დევიზი!..

ბედმა მრავალგზის შემომაფეთა
ჩასაფრებული მტრების მახვილი!..
საქართველოსთვის წვა და დაფერფვლა!
ეს არის ჩემი გულის ძახილი!..

უკან ღამეებს თეთრად ვათევდი
და გატენების მკლავდა წყურვილი!..
საქართველოსთვის სანთლად ანთება!
ეს არის ჩემი სული სურვილი!..

ბევრი ტკივილი მასაკლავებდა!
კარგად იციან ძმებმა მგოსნებმა!..
საქართველოში დასაფლავება! -
ეს არის ჩემი ხორცის ოცნება!..

დარშიც მაწვიმდა, დარშიც მათოვდა!
დარი კი მაინც დარად ვიცანი!
ფოსფორით ქქართულ მიწის გათბობა!
ეს არის ჩემი ძვლების მიზანი!..

იმავეს ველი, რასაც ველოდი!..
ისევე ვიწვი, როგორც ვიწვოდი!..
სიკვდილი დიდი საქართველოსთვის!
ეს არის აზრი ჩემი სიცოცხლის!..