ახლა და მხოლოდ ახლა
მინდა, დავკოცნო ბალახი,
მოხუცი დედა ვნახო,
სხვა ნატვრა არ მსურს არაფრის.
მინდა, შიშველი ფეხებით
ჩვენ დიდ ეზოში სირბილი...
მინდა, გავარდეს მეხი და
მიწამ შეიგრძნოს სირბილე.
მინდა, სოფელმა დამღალოს,
მერე სოფელშიც დავტოვო...
დედას მოშორდეს ჭაღარა,
ფიფქად იქცეს და დამთოვოს!