Litclub.ge
მოდი, წამიყვანე...
აქ ქარებმა სამხრეთის
სწრაფად ახსნეს აფრანი,
გაეხვია კახეთი
ოქროს ფერში ზაფრანის.
ო, კახეთის ყანებს
არ სჯობია ყანები!
ზეცას ვეთაყვენე,
მიწა მეთაყვენება.
შემრჩა ფერი მწვანე
მაგნოლიის ფოთლის.
მოდი, წამიყვანე,
სადაცაა მოთოვს.