ზეციური ქარის
ატირებულ ნოტებს
იმეორებს ჰარი,
ჰარი ბელაფონტე.
მღერის ღმერთის ნაცვლად,
სირინოზის მაგივრად,
და სუნთქვაზე ძაძად
გაფენს „ჰავანაგილას“.
ებრაული სულის
სიბრალული გედება,
ტირის დანისლული
ტბა... სულს ლევენ გედები.
ჩუმად ჩადის მნათბი,
ზეცას სისხლად ენთება
და მზის ჩასვლას დარდობენ
ებრაელთა ღმერთები.