Litclub.ge

* * * ნეტავ, ჩემი ერთი ნატვრა ახდეს
ნეტავ, ჩემი ერთი ნატვრა ახდეს
და არყოფნას ყოფნად გავიფიქრებ:
მსურს, მიწამდე ცაში გადავსახლდე,
იქნებ, ცაში ბედნიერი ვიქნე.

მსურს, ვიფრინო თეთრი ღრუბლის ზემოთ
მსუბუქ ფრთებით ანგელოზი ბავშვის
და, სამარის ნაცვლად, ჩავესვენო
ვარსკვლავების მარადიულ ყდაში...