იქნებ არ გინდა ჩაძირვა გემის
და ისევ ღელავ, ზვიადო ზღვაო?!
იქნებ თოვლია ჭაღარა მტები,
გადნეს და მღვრიე ცრემლებად ვღვარო -
ცრემლებად დიდი სიხარულისა...
იქნებ სიმღერა შენ, ჩემი წილი,
არ გემეტება, ლექსის უფალო?!
იქნებ არ მიცდის სიცოცხლე ტკბილი
და მიხარია ტყუილუბრალოდ?..
იქნებ არ ელის დიდების სხივი
ლექსებს - პოეტის სუნთქვას და ფიქრებს...
იქნება არაა სამარე ცივი
და უმიზეზოდ ვკანკალებ იქნებ?!