Litclub.ge

* * * არაფერი არ გამოვა ამით
არაფერი არ გამოვა ამით -
მხოლოდ სმით და მხოლოდ კაი ჭამით!
ამიტომაც ერთ მშვენიერ დამით...
რა თქმა უნდა, საყვარელი ღამით...
ერთ გადათვლი: „ერთი! ორი! სამი!“
და ცხოვრების ნაგროვები შხამით
მიხვალ, სადაც დედისა და მამის
სიმშვიდეა ცივ და ყრუ აკლდამის...
თავუკუღმა შებრუნდება ჟამი
და დასასრულს შეცვლის დასაბამი!
იშრიალებს ღამის მოსასხამი!

.  .  . 
არაფერი
არ გამოვა
ამით...