ვიცი გეტირება ჩემ ლექსებზე,
ცრემლით გიკრიალებს წამწამები,
დედა! ნუღარ გცივა... მე ვერ შევძლებ,
ნეტავ სხვა რამეთი მაწამებდეთ.
დედა! დამაბრუნე წარსულში და
იცი? დაგიძახებ ისევ ისე:
-დე !
მე პოეტობა გამიხშირდა,
ახლა რძის სასმისებს ვინ შემივსებს.
დე ! არ წახვიდე და ნუ იტირებ,
ცრემლი აალდება ჩემთან ერთად.
შენით ამომევსო გულის სიღრმე,
შენი იავნანა შემაბერდა.