Litclub.ge

*** "ცას შევცქეროდი ჩაფიქრებული"
ცას შევცქეროდი ჩაფიქრებული
და ვიხსენებდი შენს ცისფერ თვალებს...
მარტოობისგან იწვოდა გული,
ითვლიდა შენთან შეხვედრის წამებს...
მენატრებოდა შენი სახე და
ეგ ოქროსფერი წამწამთ ჯარები...
ფიქრშიაც დამდევს შენი ხატება
და კვლავ მიჯნური დავიარები...