Litclub.ge

უმისამართო კოცნის წერილი
გადამეღალა ფიქრის სატივე,
მემუდარება შენზე ოცნება,
ეს მონატრება ვეღარ დავტიე
და გამოვგზავნე შენთან კოცნებად.
სხივი ფეთქავდა წითლად ვარდებში,
ცა იყო ლურჯად გადაფერილი...
მოისწრაფოდა სილაჟვარდეში
უმისამართო კოცნის წერილი.