Litclub.ge

36
ისევ დაამჩნიე ნამწვავს აღელვება,
გარე განათება გლანდავს ფარდებიდან.
შენი ოთახიდან სამის ნახევარი
თეთრი ყვავილივით გზაზე ვარდებოდა.
ალბათ ნაწვიმარი ქუჩა აყვა ვინმეს,
იყო გადაფრენა, მაგრამ ჩრდილოეთით.
შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს
შენი მოლოდინის მკრთალი სილუეტი...