თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ,
მადმუაზელ!
ლამაზი თანწყობა: პრინცესა, პარიზი.
ალბათ ფრანგ ვაჟკაცებს გულები შუაზე
გადაუხლიჩეთ და უამრავ კაპრიზსაც
ვერაფრით ელევით.
ეს ისე, უბრალოდ და ერთი შეხედვით.
და იქნებ ეს ლექსიც წერილს გავს შაბლონურს.
ვწერ სულ სხვა რაკურსით,
თქვენთან კი შემთხვევით,
როდესაც სიშორით გტკივდება სამშობლო
სწორედ ის წუთია.
ჩემთან კი მაგიდა. ფოტოდან ღიმილი...
ჰო,თქვენი პროფილი და ჩემი სიბრმავე.
(ძნელია ეს ჩემებრ პაჟებმა იხილონ )
და ყველა პოეტიც გეტყოდათ იმავეს
აწევით ხელების!
რადგანაც ასეა ცხოვრების პრინციპი,
დასასრულს რითმებიც თავისით
დალაგდნენ.
მადმუაზელ პარიზი სავსეა პრინცებით
ხოლო თქვენს მშობლიურ,
საყვარელ ქალაქთან
აპრილის მწუხრია.
ვზივარ და დრომოჭმულ რომანტიზმს
ვაღმერთებ,
ამ ლექსად წერილსაც არ დარჩა სხვა ხიბლი.
ავივლი როგორმე ისევ ამ აღმართებს,
თქვენ ანგელოზად კი ღიმილი გამხილებთ.
თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ, მადმუაზელ!