Litclub.ge

* * * თუ მართლა ფიქრობს ვინმე
თუ მართლა ფიქრობს ვინმე,
თითქო ის ცელი ცვდება,
იმ იმედიან ფიქრში
ის ამხანაგი ცდება!

რასაც სიცოცხლე ამღვრევს,
მხოლოდ სიკვდილით წდება!
არ დაწდებაო ჩემი -
თუ ვინმე ფიქრობს - ცდება!

სითბოც, და სუსხიც მისი -
ყველას თანაბრად გვწვდება!
... მაგრამ ათასში ერთხელ
იქნებ თვით ღმერთიც ცდება...