Litclub.ge

პრინცესა დაიანა - ლედი დი
უნდა დაუსხლტე შმაგ პაპარაცებს -
უნდა სიკვდილის მოხვდე პარადზე -
რომ ეს ქალაქი,
რომ ეს ქვეყანა,
რომ ეს პლანეტა ალაპარაკდეს...

მეც კი - მეც, უცხოს - მეხად დამეცა
შენი სიცილი და შენი ქარიბდა,
და შემებრალა ეს დედამიწა,
ერთი მშვენებით რომ გაღარიბდა...