Litclub.ge

*** "ეწევი?"
ეწევი?გკითხე და ჩაგხედე
თვალებში, რომელიც მიყვარს,
ნაფაზი თაროსთან მიხუნდა,
შენს გამქრალ ნასუნთქარს მიჰყვა.
გიყვარვარ?გკითხე და გიყურე
თვალებში, რომელიც კვესავს,
სიბნელე ქუდივით გვეხურა,
მიტარე დუმილის მესა.
მეჯექი თვალების მინადან:
(ნიავი ტირიფებს ვარცხნის)
ორიოდ ნაბიჯით წინა და
სამიოდ იდაყვით მარცხნივ.
სიგარეტს უზომოდ ვეტანეთ,
აბოლდა ოთახი ქერთად...
სიკვდილით? არ ვიცი ღმერთმანი,
სიცოცხლით? ვიცხოვრებთ ერთად!