Litclub.ge

ქალები
ღამეს ჩავიგუბებ პეშვებში წყალივით
და შიგ მონატრებას თევზივით გავუშვებ...
უარვყოფ ბუნებრივს და კახპა ქალივით
თვალებს შეგაფეთებ, უზომოდ დატუშულს.
ტკივილის გამხელა რაც გახდა სასირცხვო,
ბედს ვეღარ ვუსწორებ ურიცხვ თამასუქებს...
მსუყეა ფიქრები... მოდელი ქალივით
მე თითო ულუფაც უწყალოდ მასუქებს.
ვერ შევგუებივარ ჩემს მერყევ ხასიათს,
როგორც სალათაში რეჰანის არომატს,
მაგიდას გავშლი და... ოჯახის ქალივით
შენს წინ სულ ცხელ-ცხელი
ლექსები გამომაქვს.