მე წამები ამიღელდნენ მითებად...
ზოგი წამი? – საოცარი არაკი...
სული წმინდა კოცონივით ინთება,
სისხლი ღელავს, ვით – მტკვარი და არაგვი.
მიხარია მე დღეს წუთი ყოველი;
(ქარი წარსულს კვლავ იხსენებს გოდებით...)
იცი?მერვე საოცრებას მოველი
შენგან, მაშინ, როცა მომაგონდები.
შენზე ფიქრით წუხელ სულ არ მეძინა,
შენს სიყვარულს არა, არა ვმალავდი...
შენ არა ხარ არც – მექა, არც – მედინა,
შენ ხარ ჩემი უკვდავება მარადი.
დავბერდებით? მგონი, არა, ვით – რომი,
მგონი, არა, როგორც – ძველი ათენი...
ხელოვნებავ! ლეგენდობდი, მითობდი;
(მე მაფხიზლებს ცრემლი,
თვალთაგან ნადენი).
პოეზიავ! შენს სიყვარულს კვლავ ვროშავ,
ღამეს გითევ, ვით გითევდი აქამდის,
(მოსთქვამს,
გლოვობს ცივი ქარი ძველ დრო-ჟამს,
ახსენდება ხან – მექა, ხან – აქადი...