Litclub.ge

* * * იქ ბიჭუნა ყვავილს ჰყიდდა
                        მარინე ხარატიშვილს
იქ ბიჭუნა ყვავილს ჰყიდდა,
სად ქუჩაა, ფარდულები.
ცუგრუმელა გაჰყვიროდა:
- ყვავილები, ყვავილები!

სოლის ღობე იებს კრეფდა,
ჩიტებს მწყემსდნენ მარგილები,
ის კი მაინც წამდაუწუმ:
- ყვავილები, ყვავილები!