Litclub.ge
ხეებთან
მელოდებოდი ფოთლებთან ერთად,
თხელ სივრცეებში ვხედავდი ბილიკს,
თან ყურს უგდებდი ქარის სიმღერას
და წუთისოფელს სულ ხმაგაკმენდილს.
,,ის აღარ მოვა, რადგან სისხამზე
ჩვენ ვნახეთ, რამეს რომ გაეტირა”, _
შენ ასე გითხრეს ამხანაგებმა
და კულულებზე ყვაოდა კვირა.