Litclub.ge

გარეთ
გამოვალ გარეთ, გავიხურავ უიღბლო ჭიშკარს,
მივესალმები ჩემ ეზოს წინ ატუზულ ხეებს,
ტუჩზე შემრჩება ამღვრეული ბედის ჭაშნიკი
და სინანული, სივალალე გაშვერილ ხელებს.
დავიღუპები ისე, როგორც შეჰფერის ოხერს,
მუხის კივილი ზარდამცემი წავა-წამოვა,
საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ,
საუკუნეებს – დასაბამი რომ მოაძოვა.