Litclub.ge

სონეტი 52 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
იმ მდიდარს ვგევარ, საგანძურს რომ თავზე აკვდება,
თანაც ყოველ ჟამს შეუძლია სკივრის გაღება,
მაგრამ სიხშირით ნეტარება რადგან ბლაგვდება,
თავს იკავებს და თავდაჭერა ეამაყება.
დღესასწაულიც გვხიბლავს თავის იშვიათობით
და ამიტომაც მობეზრება აღარ უქადის,
არც გულქანდაში აასხამენ ალმასს ათობით,
რომ ამ სიხშირით არ დაკარგონ ეშხი გულქანდის.
ჩვენ რომ გვაშორებს დრო, იმ მდიდრის სკივრს ედარება,
ამიტომ, ვიცი, არასოდეს არ მომწყინდები,
და არ არსებობს უმაღლესი სხვა ნეტარება,
როცა უეცრად შენ ჩემს თვალწინ ამობრწყინდები.
ჩემდენ სიხარულს ქვეყანაზე ნეტავ ვინ იტანს: -
შენთან ყოფნითაც ვნეტარებ და მოლოდინითა.