Litclub.ge

სასამართლოს კანცელარი
ბიბინებს მაისი...
საათის ისარი
არ იძვრის,
არ დგება ჟამი შესვენების...

მეზობელ სახლიდან სარკის ათინათი
ეცემა მბეჭდავი გოგონას კულულებს...

ამ დროს კი კოდალა,
ფოლადის ნისკარტით,
კენკავს უკანასკნელ, 
გაბნეულ იმედებს...